„საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შედგენისა და ფულადი სახსრების მართვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 29 დეკემბრის №1307 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 70
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/02/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 15, 10/02/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 21/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.014179
  • Word
70
08/02/2010
სსმ, 15, 10/02/2010
190040000.22.033.014179
„საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შედგენისა და ფულადი სახსრების მართვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 29 დეკემბრის №1307 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.179

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №70

2010 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

„საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შედგენისა და ფულადი სახსრების მართვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 29 დეკემბრის №1307 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შედგენისა და ფულადი სახსრების მართვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 29 დეკემბრის №1307 ბრძანებით (სსმ III, 29.12.2005, №152, მუხ. 1682) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

მე-2 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბიუჯეტო ორგანიზაციები ყოველი თვის არა უგვიანეს 25 რიცხვისა საოპერაციო დეპარტამენტში და რეგიონალურ ხაზინებში (შემდგომში – „მომსახურე ხაზინა“) წარადგენენ მომავალი თვის სამუშაო კვირების მიხედვით განაწილებულ მოსალოდნელ ხარჯებზე ინფორმაციას სახელმწიფო ბიუჯეტის განწერით დადგენილი მაჩვენებლების ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის გასული თვეების გადასახდელების ფაქტობრივი შესრულების გათვალისწინებით.“.

ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 51-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრავს ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის ზღვრულ მოცულობას სახელმწიფო ბიუჯეტის განწერით დადგენილი მაჩვენებლების ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის გასული თვეების გადასახდელების ფაქტობრივი შესრულების გათვალისწინებით.“.

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სახაზინო სამსახური ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით ამზადებს ფულის გაცემის ოპერატიულ ფინანსურ გეგმას და დასამტკიცებლად წარუდგენს ფინანსთა მინისტრს.“.

2. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საანგარიშო თვის ფინანსურ გეგმაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით საბიუჯეტო ორგანიზაცია მიმართავს მომსახურე ხაზინას საანგარიშო თვის არა უგვიანეს 25 რიცხვისა და ფინანსურ გეგმაში ცვლილებების შეტანა ხდება ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ბიუჯეტის განწერით დადგენილი მაჩვენებლების ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის გასული თვეების გადასახდელების ფაქტობრივი შესრულების გათვალისწინებით.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი