დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის მეწარმეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 215 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 29/03/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 44, 30/03/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.140.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №215
2007 წლის 29 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის მეწარმეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის მეწარმეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ. ბეჟუაშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;
ბ) შეატყობინოს უკრაინის მინისტრთა კაბინეტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების თაობაზე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები