„ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებაში და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებაში და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 04/02/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 14, 05/02/2010
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.014172
  • Word
27/ნ
04/02/2010
სსმ, 14, 05/02/2010
470230000.22.035.014172
„ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებაში და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
„ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებაში და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.014.172

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №27/ნ

2010 წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

„ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებაში და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებაში და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანებაში (სსმ III, 31.07.2003 წ., №78, მუხლი 708) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“.

2. ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს „ვ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ვ1) ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენის, შენახვის, აღრიცხვისა და გამოყენების წესი (დანართი № 61)“.

3. ბრძანებას დაემატოს დანართი № 61 შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი 61

ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენის, შენახვის, აღრიცხვისა და გამოყენების წესი

1. ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებები (შემდგომში – დაწესებულება) ვალდებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების შეძენაზე ხელშეკრულება გააფორმოს მხოლოდ შესაბამისი უფლების მქონე აფთიაქთან (აფთიაქებთან).

2. დაწესებულებას ეკრძალება ნარკოტიკული საშუალებების შეძენა და შენახვა, გარდა „ქრონიკული ინკურაბელური დაავადებით შეპყრობილი პირების პალიატიური მზრუნველობით უზრუნველყოფის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 10 ივლისის №157/ნ ბრძანებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. დაწესებულებაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების შეძენა, შენახვა, აღრიცხვასა და გამოყენებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ დაწესებულების ხელმძღვანელს და აღნიშნულ საქმიანობაზე ბრძანებით გამოყოფილ პირს (პირებს).

4. აფთიაქიდან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების მიღება ან/და შეძენა ხდება დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით გამოყოფილი პირის მიერ, მოთხოვნისა და ერთჯერადი მინდობილობის საფუძველზე. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებები გამოიწერება სხვა მედიკამენტებისაგან განცალკევებით, წამლის დასახელების, ფორმისა და დოზის სრული მითითებით. რაოდენობა მიეთითება როგორც რიცხობრივად, ასევე სიტყვიერად. მოთხოვნაზე ნებადართულია რამდენიმე დასახელების სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალების გამოწერა. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების გაცემის შემდეგ მოთხოვნაზე ხელს აწერენ მისი მიმღები და გამცემი პირები. მოთხოვნა, რომელსაც ხელს აწერენ დაწესებულების ხელმძღვანელი და მის მიერ ბრძანებით გამოყოფილი პასუხისმგებელი პირი, გამოიწერება ოთხ ეგზემპლარად, რომელთაგან ორი ეგზემპლარი რჩება აფთიაქში (აქედან ერთი გადაეცემა აფთიაქის ბუღალტერიას, მეორე წარმოადგენს საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის საფუძველს), ხოლო ორი ეგზემპლარი უბრუნდება დაწესებულებას, რომელთაგან ერთი გადაეცემა ბუღალტერიას, ხოლო მეორე – შესაბამის პასუხისმგებელ პირს.

5. აკრძალულია დადგენილი წესის დარღვევით შეძენილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების დაწესებულებაში შეტანა და ავადმყოფის საჭიროებისათვის გამოყენება.

6. დაწესებულებაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებები ინახება დირექტორის, მისი მოადგილის ან ექიმის ოთახში განთავსებულ სეიფში ან რკინის კარადაში. ოთახის და სეიფის (რკინის კარადის) გასაღები ინახება დაწესებულების ხელმძღვანელთან ან/და მის მიერ გამოყოფილ პასუხისმგებელ პირთან.

7. დაწესებულებას უფლება აქვს შეინახოს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების სამი თვის სავარაუდო მარაგი.

8. დაწესებულებაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებები ექვემდებარებიან საგნობრივ-რაოდენობრივ აღრიცხვას. აღრიცხვა უნდა წარმოებდეს დანომრილ, ზონარგაყრილ, დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით დალუქულ ჟურნალში, რომლის ფორმა უნდა შეესაბამებოდეს ამ ბრძანებით დამტკიცებულ № 16 დანართს.

9.  დაწესებულებაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების სააღრიცხვო დოკუმენტაცია ინახება ხუთი წლის განმავლობაში, რის შემდეგაც ნადგურდება სათანადო აქტის შედგენით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს განადგურებული დოკუმენტაციის ჩამონათვალი, განადგურების თარიღი. აქტს ხელს უნდა აწერდნენ დაწესებულების ოთხი თანამშრომელი, მათ შორის, ხელმძღვანელი და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შეძენა-შენახვაზე დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ბრძანებით დამტკიცებული პირი, აღრიცხვასა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირი (პირები).

10.     დაწესებულებაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებები ავადმყოფს უკეთდება (ეძლევა) სათანადო დასაბუთების საფუძველზე, რაც ფიქსირდება ავადმყოფობის ისტორიაში. ჩანაწერში მითითებული უნდა იყოს ინექციის ან სხვა გზით მიღების თარიღი, მედიკამენტის დასახელება, წამლის ფორმა და რაოდენობა.

11. ღამის საათების, აგრეთვე სადღესასწაულო და უქმე დღეების გათვალისწინებით, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების შენახვასა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირი წამლის გამოყენებაზე უფლებამოსილ მორიგე პერსონალს გადასცემს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების სავარაუდო მარაგს; პასუხისმგებელ პირსა და მორიგე პერსონალს შორის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების გაცემისა და მიღების გაფორმება ხდება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით დალუქულ ჟურნალში, რომლის ფორმა უნდა შეესაბამებოდეს ამ ბრძანებით დამტკიცებულ №15 დანართს.

13. გაუვარგისებული და ვადაგასული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ჩამოწერა-განადგურება ხორციელდება ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად (დანართი №7)“.

4. ბრძანების პირველი პუნქტის“, „დაქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ, საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ჩამოწერისა და განადგურების წესი (დანართი №7).“;

„პ) სტაციონარის განყოფილებაში, სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურში, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების მორიგე პერსონალზე გადაბარების ჟურნალის ფორმა (დანართი №15);

ჟ) სტაციონარის განყოფილებაში, სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურში, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი №16)“.

5. ბრძანების პირველი პუნქტის“, „დაქვეპუნქტებით დამტკიცებული დანართები (7, 15, 16) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი 7

ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ, საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ჩამოწერისა და განადგურების წესი

1. ფარმაცევტულ, სამკურნალო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ, საკონტროლოანალიზურ ლაბორატორიაში, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ჩამოწერა და განადგურება ხდება ვარგისიანობის ვადის გასვლისას, აგრეთვე იმ შემთხვევებში, როდესაც ისინი:

ა) არ შეესაბამება სტანდარტს;

ბ) დარჩენილია ამბულატორიული ან სტაციონარული ავადმყოფის მკურნალობის შემდეგ;

გ) დარჩენილია ამბულატორიული ან სტაციონარული ავადმყოფის მკურნალობის შეწყვეტის ან გარდაცვალების გამო.

2. დაწესებულებაში, სადაც ხდება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ჩამოწერა, ხელმძღვანელის ბრძანებით იქმნება კომისია, შემდგარი არანაკლებ 3 პირისაგან (პოლიციის თანამშრომლის აუცილებელი მონაწილეობით), რომელიც ადგენს გაუვარგისებულ მატერიალურ-სასაქონლო ფასეულობათა ჩამოწერა-განადგურების აქტს თანდართული ფორმის მიხედვით (დანართი №22). სავალდებულოა აქტში მითითებული ყველა მონაცემის სრულყოფილად შევსება. რომელიმე მონაცემის შეუვსებლობის შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელი აქტს თან ურთავს ახსნა-განმარტებას აღნიშნულის შესახებ. აქტის სამივე ეგზემპლარი ინახება ჩამოწერილ მატერიალურ-სასაქონლო ფასეულობებთან ერთად დალუქულ მდგომარეობაში.

3. ნარკოტიკული საშუალების (გარდა ამბულატორიული ან სტაციონარული ავადმყოფის მკურნალობის ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ დარჩენილი ნარკოტიკული საშუალებებისა) ჩამოწერა-განადგურებამდე საჭიროა ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის შესაბამისი დასკვნა. საანალიზო ნიმუშის აღების შემდეგ დაწესებულებაში დარჩენილი ნარკოტიკული საშუალებების ნაშთი ილუქება ლაბორატორიის წარმომადგენლის მიერ.

4. ცენტრალიზებული წესით შეძენილი ან/და ჰუმანიტარული გზით მიღებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ჩამოწერა-განადგურებაზე სავალდებულოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) თანხმობა.

5. განადგურებას ექვემდებარება მხოლოდ დადგენილი წესით ჩამოწერილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები.

6. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების (გარდა ცენტრალიზებულად შეძენილი ან/და ჰუმანიტარული გზით მიღებულისა) განადგურება ხდება მათი დაგროვებისას, მაგრამ არა უგვიანეს ყოველი 30 დღისა.

7. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები კაფსულების, დრაჟეების და ტაბლეტების სახით ნადგურდება დაწვის გზით, ხოლო შპრიც-ტუბები, ფლაკონები და ამპულები – დაჩეჩქვით.

8. განადგურებამდე კომისიის წევრები ამოწმებენ ჩამოწერილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შეფუთვისა და ლუქის მთლიანობას. ლუქის დარღვევის შემთხვევაში ხდება შეფუთვის გადამოწმება და სხვაობის აღმოჩენისას დაუყონებლივ ტარდება კანონმდებლობით დადგენილი ზომები.

9. განადგურების პროცესში დაცულ და გათვალისწინებულ უნდა იქნეს უსაფრთხოების წესები და გასანადგურებელი მასალის ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, რაოდენობა, განადგურებისას შესაძლო ქიმიური რეაქციები და იმ ადგილის მიზანშეწონილობა, სადაც უნდა მოხდეს განადგურება.

10. განადგურების შემდეგ ჩამოწერის და განადგურების აქტში ფიქსირდება განადგურების თარიღი, ადგილი, მეთოდი, გამოყენებული ტარა, ტრანსპორტი, რასაც ხელმოწერით ადასტურებს კომისიის ყველა წევრი, რის შემდეგაც აქტი მტკიცდება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით; აქტის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, მეორე ეგზემპლარი – პოლიციას, ხოლო მესამე – რჩება დაწესებულებაში და ინახება ხუთი წლის განმავლობაში.“.

 „დანართი 15

სტაციონარის განყოფილებაში, სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურში, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების მორიგე პერსონალზე გადაბარების ჟურნალის ფორმა

თარიღი

სამკურნალო საშუალებების დასახელება

რაოდენობა

სერია

სამკურნალო საშუალებები ჩავაბარე

(ხელმოწერა)

სამკურნალო საშუალებები მივიღე

(ხელმოწერა)

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

 დანართი 16

სტაციონარის განყოფილებაში, სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურში, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა

სამკურნალო საშუალების დასახელება, წამლის ფორმა

და საზომი ერთეული __________________________________________________

 

 

შ ე მ ო ს ა ვ ა ლ ი

მიღების თარიღი

საიდან არის მიღებული,

საბუთის

რაოდენობა

სერია

მიმღები პირის ხელმოწერა

1

2

3

4

5

 

 

გ ა ს ა ვ ა ლ ი

ნაშთი

შენახვაზე და გაცემაზე პასუხისმგებელი

პირის ხელმოწერა

გაცემის თარიღი

ავადმყოფის გვარი, სახელი, მამის სახელი

ისტორიის

რაოდენობა

სერია

 

 

6

7

8

9

10

11

12

                                                                                                                                          “.

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ა. კვიტაშვილი