დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ვ. რუსიასათვის სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 213 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 29/03/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 46, 03/04/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №213
2007 წლის 29 მარტი
ქ. თბილისი
ვ. რუსიასათვის სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ
1. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ხელბურთის ეროვნული ასოციაციის შუამდგომლობის საფუძველზე, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას დაქვემდებარებულ წვევამდელს, საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრს ვლადიმერ რუსიას (დაბადებული 30.05.1984 წ., პირადი №01027023577, პასპორტის №1114089) სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდეს ერთი წლით.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები