დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ დებულებისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 აპრილის №81 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 275 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 118, 16/09/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 440050000.10.003.016006 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №275
2010 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ“ დებულებისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 აპრილის №81 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილებები „სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ“ დებულებისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 აპრილის №81 დადგენილებაში (სსმ III, 2006 წელი, №56, მუხლი 681) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. გრანტის მიზანი და ამოცანები
გრანტის მიზანია ღია კონკურსის გზით დამოუკიდებელ ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტთა შეფასების საფუძველზე შერჩეული და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (შემდგომში – ფონდი) მიერ დამტკიცებული სამეცნიერო კვლევების ფინანსური უზრუნველყოფა.“.
2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ფონდი დაფინანსებას ახორციელებს შემდეგი სამეცნიერო მიმართულებებით:
ა) ქართველოლოგიის მეცნიერებები;
ბ) ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებები;
გ) საინჟინრო მეცნიერებები, მაღალტექნოლოგიური მასალები;
დ) საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტელეკომუნიკაციები;
ე) მათემატიკური მეცნიერებები;
ვ) ფიზიკური და ქიმიური მეცნიერებები;
ზ) სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;
თ) სამედიცინო მეცნიერებები;
ი) დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები და გარემო;
კ) აგრარული მეცნიერებები.“.
3. მე-4 მუხლის 21 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) პროექტების მომზადება და ფონდში წარდგენა;“.
5. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. გარდამავალი დებულებანი
1. ფონდის მიერ 2010 წლის 1 აგვისტოდან, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდს (რუსთაველის ფონდი) და გრანტის მიმღებებს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებების ფარგლებში, მომდევნო ტრანშების გადარიცხვისა და აღნიშნული ტრანშების დასრულების შემდგომ მათი დახურვის მიზნებისათვის 2010 წლის 1 აგვისტომდე საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდი) მიერ გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებების ფარგლებში გრანტის მიმღებთა მიერ განხორციელებული ვალდებულებები ჩაითვალოს შესრულებულად.
2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდს (რუსთაველის ფონდი) და გრანტის მიმღებებს შორის 2010 წლის 1 აგვისტომდე გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებების ფარგლებში, რომელთა დასრულების ვადა ჯერ არ არის დამდგარი, მომდევნო ტრანშების გადარიცხვა მოხდეს ხელშეკრულებებს თანდართული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, ფონდისათვის წარდგენილი ანგარიშის საფუძველზე.
3. ფონდმა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდი) მიერ გაფორმებულ საგრანტო ხელშეკრულებებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა და 2010 წლის 1 აგვისტოდან გადარიცხული საგრანტო დაფინანსების ადმინისტრირება.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები