„დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №404 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №404 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 726
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 10/09/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 117, 15/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 170010000.08.002.016001
  • Word
726
10/09/2010
სსმ, 117, 15/09/2010
170010000.08.002.016001
„დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №404 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

 

N 726 2010 წლის 10 სექტემბერი ქ.თბილისი

 

დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების

შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისი 404   ბრძანებულებაში ცვლილებების

 შეტანის თაობაზე        

 

          1.       ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის № 404 ბრძანებულების (სსმ, III ნაწ., 2009 წ., 86, მუხ. 924) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

          ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

         ,,ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები;”;

          ბ) მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდე შემდეგი რედაქციით:

          ,,ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ (გარდა სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) გაცემული დოკუმენტები;”;

          გ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდე შემდეგი რედაქციით:

          ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემში შემავალი ორგანოების მიერ გაცემულ დოკუმენტებზე, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემულ დოკუმენტებზე;“;

          დ) მე-9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდე შემდეგი რედაქციით:

          ,,ბ) დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე უფლებამოსილი ორგანოების მიხედვით - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, აგრევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში - სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.”;

          ე) მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდე შემდეგი რედაქციით:

          ,,1. უფლებამოსილი ორგანოს პასუხისმგებელი პირი ადარებს დოკუმენტებზე შესრულებულ ხელმოწერას და ამ დოკუმენტზე არსებულ ბეჭედს ან შტამპს ადმინისტრაციული ორგანოებისა და საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების მონაცემთა ბაზაში (შემდეგში - მონაცემთა ბაზა) არსებული ბეჭდების, შტამპებისა და ხელმოწეების ნიმუშებთან.”.

          2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან 5 სამუშაო დღეში უზრუნველყოს აპოსტილით დამოწმების თაობაზე წარმოებაში არსებული საქმეების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის გადაცემა.

3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

მიხეილ სააკაშვილი