დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 725 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 10/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 117, 15/09/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 170010000.08.002.016002 |
N 725 2010 წლის 10 სექტემბერი ქ.თბილისი
„დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406
ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის № 406 ბრძანებულების (სსმ, III ნაწ., 2009 წ., № 86, მუხ. 926) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დოკუმენტის ლეგალიზაციის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3.
ამ წესის მიზნებისათვის ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
უფლებამოსილი ორგანო - ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ორგანოები;
მონაცემთა ბაზა - ადმინისტრაციული ორგანოებისა და საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების მონაცემთა ბაზა.“;
ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები;“;
გ) მე-5 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ (გარდა სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) გაცემული დოკუმენტები;“;
დ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;“;
ე) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახდენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაციას;“;
ვ) მე-9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) დოკუმენტის ლეგალიზაციის განხორციელებისათვის უფლებამოსილი ორგანოების მიხედვით - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში - სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.“;
ზ) მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. თუ ლეგალიზაციისათვის წარმოდგენილ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერა არ შეესაბამება მონაცემთა ბაზაში არსებულ შესაბამისი ხელმოწერის ნიმუშს, მისი ლეგალიზაცია შეიძლება განხორციელდეს დოკუმენტის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს ან საგანმანათლებლო და სამკურნალო დაწესებულების მიერ ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში.“.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან 5 სამუშაო დღეში უზრუნველყოს ლეგალიზაციის განხორციელების თაობაზე წარმოებაში არსებული საქმეების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის გადაცემა.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მიხეილ სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები