დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 204 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 27/03/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 43, 29/03/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №204
2007 წლის 27 მარტი
ქ. თბილისი
„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №48, მუხ. 488) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №3
მაღალი რანგის თანამდებობის პირთათვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი
| მოსამსახურეთა თანამდებობის დასახელება | სადღეღამისო ნორმაზე დანამატის ოდენობა პროცენტობით |
| საქართველოს მინისტრი და სახელმწიფო მინისტრი | 80 |
| საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი | 80 |
| საქართველოს გენერალური პროკურორი | 80 |
| საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე | 80 |
| საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი | 80 |
| საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი | 80 |
| ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე | 80 |
| ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე | 80 |
| საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი | 80 |
| საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი | 80 |
| საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უროსი | 80 |
| საქართველოს სახალხო დამცველი | 70 |
| საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე | 70 |
| საქართველოს მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის მოადგილე | 70 |
| საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი | 70 |
| საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული | 70 |
| საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე | 70 |
| საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე | 70 |
| საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი | 70 |
| ქ. თბილისის მერი | 70 |
| ქ. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) | 70 |
| საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი | 70 |
| საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე | 70 |
| საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე | 70 |
| საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი | 70 |
| საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი | 70 |
| ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე და მინისტრი | 60 |
| საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე | 60 |
| საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი | 60 |
| საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთავარი საჯარო თანამდებობის პირი | 40 |
| საქართველოს მთავრობის კანცელარიის მთავარი საჯარო თანამდებობის პირი | 40 |
| საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მთავარი საჯარო თანამდებობის პირი | 40 |
| საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელი | 40 |
| საქართველოს სამთავრობო დელეგაციის წევრი | 30.“. |
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები