დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 201 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 22/03/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 42, 28/03/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270.090.000.08.002.004 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 270.090.000.08.002.004
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №201
2007 წლის 22 მარტი
ქ. თბილისი
„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №104, მუხ. 1155) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2
ქ. თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი
| № | თანამდებობის დასახელება | თანხა ლარობით |
| 1 | ქ. თბილისის მერი | 2800 |
| 2 | ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე | 2800 |
| 3 | ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | 2300 |
| 4 | ქ. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) | 2300 |
| 5 | ქ. თბილისის მერის მოადგილე | 2200 |
| 6 | მერიის ადმინისტრაციის უფროსი | 2000 |
| 7 | ქ. თბილისის რაიონის გამგებელი | 1900 |
| 8 | ქ. თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი | 1900 |
| 9 | ქ. თბილისის საკრებულოს მუდმივი კომისიის თავმჯდომარე | 1600 |
| 10 | ქ. თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე | 1600 |
| 11 | მერიის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე | 1300 |
| 12 | მერის წარმომადგენელი საკრებულოში | 1300 |
| 13 | ქ. თბილისის რაიონის გამგებლის მოადგილე | 1200 |
| 14 | მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილე | 1200 |
| 15 | ქ. თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე | 1200 |
| 16 | სხვა წამყვანი საჯარო თანამდებობის პირი | 900 |
| 17 | უფროსი საჯარო თანამდებობის პირი | 900 |
| 18 | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი | 500.“. |
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები