დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 02 აგვისტოს №19 დადგენილებაში „ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 28, 22/09/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200010000.35.128.016002 |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს
დადგენილება №32
2010 წლის 6 სექტემბერი
დაბა ხარაგაული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 აგვისტოს №19 დადგენილებაში „ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 აგვისტოს №19 დადგენილებაში „ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 აგვისტოს №19 დადგენილებაში „ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“.
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“
2. დადგენილების პირველი მუხლის მეორედ მითითებული მეორე პუნქტის სათაური და ამავე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3 გადასახადის განაკვეთები“;
„დ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი“.
3. დადგენილების მესამე პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაჭავარიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები