ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/09/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 24/09/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 09/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.128.016008
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
26
06/09/2010
სსმ, 29, 24/09/2010
010250050.35.128.016008
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/09/2010 - 01/11/2010)

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს

დადგენილება №26

2010 წლის 6 სექტემბერი

დაბა ხარაგაული

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმართველობის შესახებსაქართველოს კანონის 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43 -ე მუხლის მე -2 პუნქტის, აგრეთვე ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25 -ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად , ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

  მუხლი 1. დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება (დანართი №1 ).

 მუხლი 2 . ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 17 დეკემბრის № 65 დადგენილება.

  მუხლი 3 . ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით , გამოქვეყნებისთანავე

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                             ა. მაჭავარიანი

 

 დანართი 1

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

ეს დებულება „ადგილობრივი თვითმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ და „მობილიზაციის შესახებსაქართველოს კანონისა და გამგეობის დებულების შესაბამისად განსაზღვრავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის შექმნისა და ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ანგარიშვალდებულებას, უფლება -მოვალეობებსა და მუშაობის ორგანიზაციას.

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც „ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებდა „მობილიზაციის შესახებსაქართველოს კანონების შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას, მობილიზაციისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას.

2. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს „ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ და „მობილიზაციის შესახებსაქართველოს კანონების, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებისა და ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.

 3. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.

 4. სამსახური ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.

 5. სამსახურს აქვს შტამპი, ბეჭედი და დადგენილი ფორმის სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტები.

    მუხლი 2. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ამოცანები და უფლება -მოვალეობანი.

1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) უზრუნველყოს მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახურისათვის მომზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება;

ბ ) უზრუნველყოს ახალგაზრდებთან პატრიოტულ -აღმზრდელობითი მუშაობა;

გ) გააკონტროლოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულება;

დ ) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზება;

ე) აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევა, მომზადება და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფში გაგზავნა;

ვ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის ) ორგანიზება;

ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლება -მოვალეობანი.

2 . სამსახურის ძირითადი ფუნქციები:

ა) ჭაბუკებისა და წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა;

ბ) 17 წლის ასაკის ჭაბუკთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა;

გ) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება;

დ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზება და გაწვეულთა შემკრებ -გამანაწილებელ პუნქტებში წარდგენა;

ე) სასწავლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონისა და „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებდებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;

ვ) ხალხისა და სატრანსორტო რესურსის მობილიზაცია, სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯარისო სამობილიზაციო გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადება;

ზ) მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვა, შესაბამისი ზომების მიღება, მათში დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტა;

თ) სამართალდაცვის ორგანოებისათვის მასალების გადაცემა, იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესებს.

3. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი უფლებები და მოვალეობები

ა) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონისა და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის საფუძველზე აწარმოოს მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა;

ბ) სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებში წესების დარღვევის ფაქტებზე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი კომპენტენციის ფარგლებში მასალები გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს;

გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით  განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.

    მუხლი 3. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის საქმიანობა, ორგანიზება და მართვა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად , გამგებლის წარდგენით , ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

3. სამსახური აერთიანებს:

ა) სამსახურის უფროსს;

ბ) სამსახურის მთავარ სპეციალისტს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში;

გ) სამსახურის მთავარ სპეციალისტს სამხედრო სარეზერვო და მობილიზაციის საკითხებში;

დ) სამსახურის წამყვან სპეციალისტს სამხედრო აღრიცხვის საკითხებში;

ე) სამსახურის წამყვან სპეციალისტს სამხედრო გაწვევის საკითხებში;

ვ) სამსახურის წამყვან სპეციალისტს სამხედრო სარეზერვო და მობილიზაციის საკითხებში.

4. სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობა განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციით, რომლებსაც ანაწილებს სამსახურის უფროსი და წარუდგენს გამგებელს საკრებულოს თავმჯდომარესთან წარსადგენად დამტკიცების მიზნით.

5. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის წინაშე არსებული ამოცანების შესრულებისათვის;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს მოხსენებით ბარათს ახალგაზრდობის სამხედრო სამსახურისათვის მომზადების, პირველადი სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურში გაწვევისა და სხვა სამუშაოს შესრულების შესახებ სათანადო ბრძანების პროექტს საკრებულოს თავმჯდომარესთან წარსადგენად საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ბრძანების გამოტანის მიზნით;

გ) ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების სხდომებზე წარადგენს დასამტკიცებლად მობილიზაციის, აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებზე დადგენილების პროექტს;

დ) ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს:

) სამობილიზაციო რესურსის სრულყფილ და ხარისხიან აღრიცხვას;

) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევას;

) დადგენილი ფორმის ანგარიშების და მოხსენებების ხარისხიან და დროულ წარდგენას შესაბამის ორგანოებში;

) სამხედრო სამსახურის სამობილიზაციო მზადყოფნას;

) გაძლიერების აპარატის მომზადებასა და სამობილიზაციო გაშლის ბაზის სრულყოფას;

 დ) სახელმწიფო (კერძო) სექტორის საწარმოების, დაწესებულებების მუშაკთა დაჯავშნის საკითხთა გადაწყვეტის შემოწმებას;

ე) დადგენილი წესით წარადგენს წინადადებებს სამსახურის საშტატო ნუსხასა და ხარჯთა ნუსხაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში;

ვ) უფლებამოსილია თავისი კომპენტენციის ფარგლებში შეუფერხებლად გამოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საწარმოებიდან, დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან მათი საკუთრების და ორგანიზაციულ -სამართლებლივი ფორმის მიუხედავად.

6. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანამშრომლები მოვალენი არიან:

 ა) აწარმოონ დადგენილი წესით სამობილიზაციო რესურსების აღრიცხვა, გაწვევა და ტექნიკის მიწოდება შეიარაღებულ ძალებში მშვიდობიანობისა და მობილიზაციის დროს იმ მოცულობითა და ვადებში, რომლებიც განსაზღვრულია დავალებით;

 ბ) დროულად და ხარისხიანად შეადგინონ დადგენილი ფორმის ანგარიშები და მოხსენებები შესაბამის ორგანოებში წარსადგენად;

 გ) მოაწყონ სამობილიზაციო სწავლებები;

 დ) შეასრულონ სამსახურის უფროსის დავალებები სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

    მუხლი 4 . დასკვნითი დებულება

1. სამსახურის დებულებას , გამგებლის წარდგენით , ამტკიცებს საკრებულო .

2. „ადგილობრივი თვითმართველბის შესახებსაქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით.

3. დებულებაში ცვლილებები და დამატებები შედის დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით.

4. სამსახურის ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.