დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს 2002 წლის საიმიგრაციო კვოტის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1362 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 10/04/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 40, 26/04/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს 2002 წლის საიმიგრაციო კვოტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. დამტკიცდეს „იმიგრაციის შესახებ“ 1993 წლის 27 ივლისის საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად 200 ერთეულით განსაზღვრული საქართველოს 2002 წლის საიმიგრაციო კვოტა.
2. ამ დადგენილებით დამტკიცებული საიმიგრაციო კვოტა გამოყენება იმ პირთა მიმართ, რომელთა განცხადება საქართველოში იმიგრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ წარდგენილია 2001 ან 2002 წლის განმავლობაში და იმყოფება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმოებაში.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2002 წლის 10 აპრილი.
№1362–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები