დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 29, 24/09/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.128.016007 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/09/2010 - 01/11/2010)
თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №25
2010 წლის 6 სექტემბერი
დაბა ხარაგაული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე -2 პუნქტის, აგრეთვე ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად , ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება (დანართი №1 ).
მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 23 აპრილის №30 დადგენილება .
მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესის გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაჭავარიანი
დანართი №1
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1 ზოგადი დებულება
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (ტექსტში შემდგომ – ,,სამსახური“) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს თვით მმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში მყოფი ჯანმრთელობისა და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვას, მოსახლეობის შრომითი მოწყობისა და უმუშევართა დახმარების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ,,ადგილობრივი თვით მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქარ თველოს კანონმდებლობითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. სამსახურის დებულებას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
4. სამსახურს აქვს შესაბამისი ბლანკი, შტ ამპი და ბეჭედი თავისი დასახელებით.
მუხლი 2. სამსახურის უფლება -მოვალეობები
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ფუნქციაა:
ა) სოციალურად დაუცველი პირების მონიტორინგი, მათზე სოციალური დახმარებებისა და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებ მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადება;
ბ) თვით მმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვა, მათი სოციალური (ფულადი) დახმარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შემუშავება და განხორციელება;
გ) მოსახლეობის შრომითი მოწყობის და უმუშევართა დახმარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება;
დ) ღონისძიებათა დაგეგმვა დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ;
ე) დედათა და ბავშვთა ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ვ) მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ვეტერანთა საქმეების კო ორდინაცია და მონიტორინგი;
ზ) მოსახლეობის სასწრაფო -სამედიცინო დახმარების, პირველად სამედიცინო -სანიტარ იულ და სხვა სახის სამედიცინო დახმარების ღონისძიებათა ორგანიზება, – საჭიროების შემთხვევაში;
თ) სამედიცინო დაწესებულებათა (საავადმყოფოები,ამბულატორიები, და სხვა) მოვლა -პატრონობის, რემონტის და რეკონსტრუქციის მონიტორინგი;
ი) ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი სისტემის ქსელის განვითარების ხელშეწყობა და მათზე მონიტორინგის განხორციელება;
კ) მოსახლეობის სანიტარ იულ -ჰიგიენური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, მონიტორინგი სან. ჰიგიენური ნორმების დაცვაზე;
ლ) მიიღოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი იურიდიული და ფიზიკური პირების სამედიცინო საქმიანობის უფლებამოსილების საკითხებზე. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას საკითხი მათი სამედიცინო საქმიანობის ნებართვის შეჩერების ან შეწყვეტის მოთხოვნით;
მ) შეიმუშაოს წინადადები და დასკვნები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამკურნალო -პროფილაქტიკური დაწესებულებების გახსნის, გაუქმებისა და რეორგანიზაციის შესახებ;
ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საბავშვო -სააღმზრდელო და სხვა დაწესებულების მონიტორინგი სანიტარ იულ -ჰიგიენური კუთხით;
ო) ფიზიკური ან იურიდიული პირების მოთხოვნით, სხვადასხვა ობიექტების მშენებლობა -რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით ზედამხედველობის განხორციელება;
პ) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
2. სამსახურს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტების და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
ბ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;
გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა და მისი მუშაობის ორგანიზაცია
1. სამსახურს ხე ლმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
3. სამსახურის სამსახურებრივ მოვალეობათა ჩამონათვალი განისაზღვრება მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციებით, რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
4. სამსახური აერთიანებს:
ა) სამსახურის უფროსს;
ბ) მთავარ სპეციალისტს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებში;
გ) წამყვან სპეციალისტს ვეტერანთა მომსახურების საკითხებში;
დ) წამყვან სპეციალისტს საზოგადოებრივ ი ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში;
გ) წამყვან სპეციალისტს საზოგადოებრივ ი ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში .
5. სამსახურის სტრუქტურას მუშაკთა ზღვრულ რიცხოვნობას, მათი შენახვის ხარჯებსა და შრომის ანაზრაურების წლიურ ფონდს კანონით დადგენილი განაკვეთის ფარგლებში ამტკიცებს საკრებულო, გამგებლის წარდგინებით.
6 . სამსახურის უფროსი:
ა) უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და მოქმედი კანონმდებლობის თანხმად პასუხს აგებს დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მუშაკებს შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას;
გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს;
დ) დადგენილი წესით ამზადებს წინადადებებს საშტატო განრიგისა და ხარჯთარიცხვაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში;
ე) სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
მუხლი 4. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები