„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 65
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/02/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 14, 05/02/2010
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.014175
  • Word
65
05/02/2010
სსმ, 14, 05/02/2010
190040000.22.033.014175
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.175

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №65

2010 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებით (სსმ III,  2009 წ., №147, მუხ.1731) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები:

„3. რაზმის თანამშრომლის ან თანამშრომელთა ჯგუფის მიერ დაცვის ობიექტის განსაზღვრის ან ოპერატიულ-სამძებრო ორგანოებისთვის დახმარების გაწევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი.

4. გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს, დავალების შესრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება რაზმის უფროსის მიერ სამსახურის უფროსთან სიტყვიერი შეთანხმებით, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება წერილობით უნდა გაფორმდეს სამი დღის ვადაში.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც დაცვის ობიექტია ფინანსთა სამინისტროს თანამდებობის პირები ან სხვა საქმისათვის საჭირო დაცვის ობიექტი, სამსახურის უფროსის მიერ კეთდება წარდგინება ხანგრძლივი მივლინების (არა უმეტესი 6 თვისა) თაობაზე. შესაძლებელია მივლინების შემდგომი გაგრძელება.

6. დაკავებულთა და დაპატიმრებულთა ბადრაგირებაზე, ასევე რაზმის თანამშრომლების დახმარებაზე გადაწყვეტილება მიიღება სამსახურის შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოს უფროსის წარდგინებით.

7. რაზმის თანამშრომელი, დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას, მისი უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად, უფლებამოსილია ისარგებლოს პირბადით.

2. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) ანაწილებს მოსამსახურეთა შორის ფუნქციონალურ მოვალეობებს, განსაზღვრავს მათი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხს, კომპეტენციის ფარგლებში იყენებს  წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი