„სა­ჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციის შესახებ“

  • Word
„სა­ჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 180
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 15/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 36, 19/03/2007
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003.322
  • Word
180
15/03/2007
სსმ, 36, 19/03/2007
040.030.000.08.002.003.322
„სა­ჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №180

2007 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციის შესახებ

1. რეორგანიზებულ იქნეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 30 დეკემბრის №626 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული მუზეუმი (შემდეგში – ეროვნული მუზეუმი) მასთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ინსტიტუტის, გ. ნიორაძის მცხეთის არქეოლოგიის ინსტიტუტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო მუზეუმის – საქართველოს ეროვნული გალერეის და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის შეერთების გზით.

2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი) ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით უზრუნველყოს ეროვნული მუზეუმის დებულებაში ცვლილებების შეტანა.

3. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ინსტიტუტისა და გ. ნიორაძის მცხეთის არქეოლოგიის ინსტიტუტის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს შესაბამისი ქონების ეროვნული მუზეუმისათვის გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი შეთანხმებული წინადადებების შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ინსტიტუტისათვის „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ასიგნებათა ეროვნული მუზეუმისათვის გადაცემის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) უზრუნველყოს „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება.

6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო მუზეუმის – საქართველოს ეროვნული გალერეის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 21 დეკემბრის №1074 ბრძანებულება.

7. ამ ბრძანებულების მე-6 პუნქტი ამოქმედდეს ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ეროვნული მუზეუმის დებულებაში ცვლილებების შეტანისთანავე.

8. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი