ქ.თბილისის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდესა და მუხლებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 20 იანვრის №03.12.54 დადგენილება ში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 24.02.1099
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 10/09/2010
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 27, 20/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 190020000.37.101.016002
  • Word
24.02.1099
10/09/2010
სსმ, 27, 20/09/2010
190020000.37.101.016002
ქ.თბილისის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდესა და მუხლებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 20 იანვრის №03.12.54 დადგენილება ში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება №24.02.1099

2010 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

 „ქ. თბილისის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდებსა და მუხლებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 20 იანვრის №03.12.54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 და 28-ე მუხლების შესაბამისად,

 ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

 1 „ქ. თბილისის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდებსა და მუხლებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 20 იანვრის №03.12.54 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, ქ. თბილისის მთავრობასთან შეთანხმებით, განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის: ორგანიზაციული კოდის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში, ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს ქ. თბილისის საკრებულოს ცნობისათვის;“.

 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 3. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

ქ. თბილისის მერი  გ. უგულავა