დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/02/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 14, 05/02/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.014167 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.014.167
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №9/ნ
2010 წლის 4 თებერვალი
ქ. თბილისი
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებით (სსმ III, 01.04.2005 წ., №37, მუხ. 380) დამტკიცებულ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის „ა1“ ქვეპუნქტი;
2. ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლი;
3. ამოღებულ იქნეს 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი;
4. ამოღებულ იქნეს V1 თავი;
5. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23. გარდამავალი დებულებები
1. ამ დებულების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იმ აბიტურიენტების ჩარიცხვის შესახებ, რომლებიც 2008 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დროს განხორციელებული საომარი მოქმედებების შედეგების გამო ვერ ახერხებენ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის ან მისი დუბლიკატის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარდგენას, უნდა გამოიცეს აბიტურიენტის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის/დუბლიკატის მოთხოვნის გარეშე. ჩარიცხვის შესახებ რექტორის აქტში მითითებული აბიტურიენტებისათვის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის/დუბლიკატის მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ 2009-2010 სასწავლო წლის დაწყების შემდეგ.
2. 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის გამოცდების ეროვნულ ცენტრს უფლება აქვს დაადგინოს ამ დებულების მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით და მე-19 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილისგან განსხვავებული ვადები.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები