„საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
„საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 53
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/02/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 13, 03/02/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200220010.22.033.014161
  • Word
53
02/02/2010
სსმ, 13, 03/02/2010
200220010.22.033.014161
„საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.014.161

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №53

2010 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

„საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2008წ., №187, მუხ. 2015) დამტკიცებულ „საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1.

1. „საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) განსაზღვრავს საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მისაღებად აუცილებელ პირობებს და ასეთი სტატუსის მინიჭების წესს, საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილე პირთა მიერ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში (შემდგომში – იმპორტი) ან საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში (შემდგომში – ექსპორტი) სატვირთო-საბაჟო დეკლარაციით (შემდგომში – დეკლარაცია) დეკლარირებული ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტის რეჟიმში მოსაქცევად შემოტანილი საქონლის მიმართ გამარტივებულ საბაჟო პროცედურებს და საბაჟო კონტროლის ფორმის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესებს საბაჟო მონაცემთა ავტომატიზირებული სისტემა „ASYCUDA“-ს (შემდგომში – „ASYCUDA“) მეშვეობით.

2. საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მიღება პირს არ უკრძალავს, საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი, ამ ინსტრუქციისაგან განსხვავებული წესით განახორციელოს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა და საბაჟო რეჟიმის განსაზღვრის დასრულება.“.

2. მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საბაჟო–სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილე (შემდგომში – თანამშრომლობის მონაწილე) – დაწესებულება, საქართველოს საწარმო ან ორგანიზაცია, რომელსაც ენიჭება ამ ინსტრუქციით დადგენილი გამარტივებული საბაჟო პროცედურებით სარგებლობის უფლება;

ბ) კანდიდატი – დაწესებულება, საქართველოს საწარმო ან ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მიერ შეირჩევა ან რომელიც განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მისაღებად;“.

3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კანდიდატისათვის თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მისაღებად აუცილებელი პირობებია:

ა) შემოსავლების სამსახურის მიერ კანდიდატის შერჩევის ან კანდიდატის განცხადების რეგისტრაციის კალენდარული თვის პირველი რიცხვიდან წინა ერთი წლის (დროის მონაკვეთი, რომელიც შედგება ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვისაგან) განმავლობაში:

ა.ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის გამოცდილება;

ა.ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტში ან/და ექსპორტში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 5,0 მლნ ლარისა;

ა.გ) გადახდილი იმპორტის გადასახდელების ოდენობის მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 900 000 ლარისა, ან საქონლის იმპორტის ან/და ექსპორტის მიზნით წარდგენილი დეკლარაციების დიდი ოდენობა – არანაკლებ 100-ისა;

ბ) შემოსავლების სამსახურის მიერ კანდიდატის შერჩევის ან კანდიდატის განცხადების რეგისტრაციის კალენდარული თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით:

ბ.ა) საქართველოს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის მე-2 ნაწილით (როდესაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადატანილი ან გადმოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულება აღემატება 10000 ლარს), 248-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების არარსებობა (როცა გასულია 6 თვე აღნიშნული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილებების ძალაში შესვლიდან);

ბ.ბ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.“.

4. მე-5 მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6.

1. შემოსავლების სამსახური პერიოდულად ახორციელებს კანდიდატთა შერჩევას სამსახურში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით დადგენილი პირობების გათვალისწინებით და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანდიდატისათვის თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მინიჭების შესახებ.

2. პირისათვის საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მისანიჭებლად ადმინისტრაციული წარმოების საფუძველია აგრეთვე კანდიდატის წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირობების დამადასტურებელ ინფორმაციას.

3. კანდიდატის განცხადებას შემოსავლების სამსახური განიხილავს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ახდენს განცხადებით წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმებას ერთიან საინფორმაციო ბაზაში და განცხადების რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანდიდატისათვის თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მინიჭების ან მასზე უარის თქმის შესახებ.

4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია 1 თვეზე მეტი ვადა, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი, განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 15 დღისა, იღებს გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ, ამასთან, აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

5. თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მინიჭების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით დეკლარაციის შევსებისა და წარდგენის მიზნით სისტემაში დაშვებისათვის, მონაწილეს ენიჭება მომხმარებლის სპეციალური სახელი და კოდი.

6. თუ კანდიდატს ან თანამშრომლობის მონაწილეს სურვილი აქვს, საქონლის მიწოდება განახორციელოს თავის საწყობში (საწყობებში), წარმოადგენს ინფორმაციას ასეთი საწყობის (საწყობების) სახეობის, ფართობის, შენახვის პირობების, მისამართისა და კუთვნილების (შენობა-ნაგებობის ან/და ღია მოედნის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან არანაკლებ ერთი წლის ვადით დადებული სარგებლობის ექსკლუზიური უფლების (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი ან სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტი და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) თაობაზე.

7. იმ შემთხვევაში, როცა კანდიდატის მიერ წარდგენილი იყო საწყობის ან საწყობების შესახებ ინფორმაცია, თითოეულ საწყობს ცალკეული მისამართის მიხედვით ენიჭება არასაბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი დანიშნულების ადგილის კლასიფიკატორის მიხედვით, რომელიც მტკიცდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ცხადდება საჯაროდ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 57-ე მუხლის შესაბამისად.

    მუხლი 7.

1. შემოსავლების სამსახური ახორციელებს თანამშრომლობის მონაწილეთა მიერ ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობის შემოწმებას კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ, რომელიც აითვლება თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მინიჭების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან.

2. თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მინიჭების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 3 თვის შემდეგ შემოსავლების სამსახური ახორციელებს თანამშრომლობის მონაწილის საბაჟო ან/და საგადასახადო დავალიანების არსებობის გადამოწმებას და ასეთი დავალიანების არსებობის შემთხვევაში დადგენილი წესით უგზავნის მას საბაჟო შეტყობინებას ან/და საგადასახადო მოთხოვნას.

3. თანამშრომლობის მონაწილის მიერ ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირობების დაუკმაყოფილებლობის ან/და საბაჟო შეტყობინებით ან/და საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში ხორციელდება თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის გაუქმება დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით. თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის გაუქმების თაობაზე გამოცემული დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება არ იწვევს აღნიშნული აქტის მოქმედების შეჩერებას.

4. საქართველოს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 248-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილება წარმოადგენს თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის დაუყოვნებლივ გაუქმების საფუძველს.

5. თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის გაუქმების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის შემდგომ თანამშრომლობის ყოფილი მონაწილის დანიშნულებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენილი საქონელი, იმ საქონლის ჩათვლით, რომელიც შემოტანამდე დეკლარირებული იყო დანიშნულების საბაჟო ორგანოში, ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი დეკლარირებული საქონელი საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილდება „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დადგენილი წესით.“.

6. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8.

ამ თავით განსაზღვრული გამარტივებული საბაჟო პროცედურები არ გამოიყენება შემდეგი საქონლის შემთხვევაში:

ა) შეზღუდულად ბრუნვადი მასალები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო);

ბ) ბირთვული და რადიაციული ობიექტები, ბირთვული მასალები, რადიაქტიური ნივთიერებები, რადიაქტიური ნარჩენები, მინერალები (წიაღისეული), რომლებისაგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფერი, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიები ან ნოუ-ჰაუები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო);

გ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობები, მათი ნაწილები და დერივატები;

დ) იარაღი და საბრძოლო მასალები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო);

ე) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებები;

ვ) მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონელი;

ზ) თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით ერთი სატრანსპორტო საშუალებით (გარდა საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტისა), სარკინიგზო ტრანსპორტის შემთხვევაში ერთი კონტეინერით, ცისტერნით ან ვაგონით ერთდროულად გადაადგილებული სხვადასხვა საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად განკუთვნილი საქონელი;

თ) ერთი სატრანსპორტო საშუალებით (გარდა საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტისა) ერთდროულად გადაადგილებული საქონელი, რომლის მიმღებს ან გამგზავნს თანამშრომლობის მონაწილესთან ერთად წარმოადგენს სხვა პირი (იმ შემთხვევაშიც, როცა ეს პირი თანამშრომლობის მონაწილეა).“.

7. მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თანამშრომლობის მონაწილეს უფლება აქვს წარადგინოს დეკლარაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ფორმით:

ა) იმპორტისათვის განკუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე ან საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა და ისარგებლოს ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით;

ბ) იმპორტისათვის განკუთვნილი საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენის შემდეგ, საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლით დადგენილ ვადებში და ისარგებლოს ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით;

გ) საქონლის მიმართ გამოყენებული ნებისმიერი საბაჟო დამუშავების ოპერაციის (გარდა ექსპორტისა) იმპორტით შეცვლის მიზნით და ისარგებლოს ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლის მე-8–მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით;

დ) ექსპორტისათვის განკუთვნილ საქონელზე – საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენამდე და ისარგებლოს ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით.

2. დეკლარაცია წარედგინება „ASYCUDA“-ს მეშვეობით, ელექტრონულად. ამასთან, იმპორტის დეკლარაციაზე დასართავი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისწინებული ან ექსპორტის დეკლარაციაზე დასართავი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისწინებული დოკუმენტები რჩება და ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია, მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საბაჟო ორგანოს.“.

8. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „ASYCUDA“-ს მეშვეობით დეკლარირებული საქონლის მონაცემების რისკის პროფილებთან თანხვედრის შემთხვევაში სისტემაში რეგისტრირებული დეკლარაციისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი, რაც გულისხმობს საბაჟო კონტროლის მიზნით განსახორციელებელ შემდეგ ღონისძიებებს:

ა) მწვანე დერეფანი – საქონლის მიმართ საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას საქონლის გაშვებას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე;

ბ) ლურჯი დერეფანი –– საქონლის მიმართ საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას საქონლის გაშვებას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე, საქონლის გაშვების შემდგომ პერიოდში კამერალური შემოწმების მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტების უტყუარობისა და საბაჟო გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმების პირობით;

გ) ყვითელი დერეფანი – საქონლის მიმართ საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას, საქონლის დათვალიერების გარეშე;

დ) წითელი დერეფანი – საქონლის მიმართ საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას, აგრეთვე დეკლარირებული საქონლის დათვალიერებას.“.

9. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტში დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას სასაზღვრო საბაჟო ორგანოში ფაქტობრივად წარდგენილი საქონლის მიმართ დადგენილი წესის შესაბამისად ხორციელდება სასაზღვრო სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებები.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მწვანე დერეფნის შემთხვევაში:

ა) თუ დეკლარანტს უკვე გადახდილი აქვს კუთვნილი საბაჟო გადასახდელები (დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით უკვე მინიჭებული აქვს A და K ნომრები) ან თუ დეკლარირებულ საქონელზე არ წარმოიშობა საბაჟო გადასახდელების გადახდის ვალდებულება (დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით უკვე მინიჭებული აქვს მხოლოდ A ნომერი), სასაზღვრო საბაჟო ორგანოში ხორციელდება დეკლარაციის ქაღალდზე ამობეჭდვა, დეკლარაციის C გრაფაში – საბაჟო ორგანოს დამღის: „გაშვება ნებადართულია“ დასმა, რის შემდეგაც საქონელი გაიშვება თანამშრომლობის მონაწილის სრულ განკარგვაში გადაცემით და ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება და სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო ლუქის ან/და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების მოხსნა;

ბ) თუ დეკლარანტს არა აქვს გადახდილი კუთვნილი საბაჟო გადასახდელები (დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით უკვე მინიჭებული აქვს მხოლოდ A ნომერი) სასაზღვრო საბაჟო ორგანოში ხორციელდება დეკლარაციის ქაღალდზე ამობეჭდვა, დეკლარაციის C გრაფაში – დაისმება საბაჟო ორგანოს დამღა: „გაშვება ნებადართულია პირობით“, რის შემდეგაც საქონელი გაიშვება თანამშრომლობის მონაწილის სრულ განკარგვაში გადაცემით და ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება და სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო ლუქის ან/და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების მოხსნა;

გ) პირობით გაშვებულ საქონელზე საბაჟო გადასახდელების დადგენილ ვადაში გადახდის შემთხვევაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელი საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო დეკლარაციის:

გ.ა) დეკლარანტის მიერ წარდგენილ ეგზემპლარს მიენიჭება K ნომერი, C გრაფაში საბაჟო ორგანოს დამღა – „გაშვება ნებადართულია პირობით“ გადაიხაზება და დაისმება დამღა: „გაშვება ნებადართულია“;

გ.ბ) ASYCUDA“-ს ბაზაში არსებულ დეკლარაციაში დადგენილი წესით ხორციელდება შესაბამისი ცვლილებები.“;

გ) მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კამერალური შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, საბაჟო გადასახდელების გადახდის ან გადაუხდელობის შესაბამისად, საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელი საბაჟო ორგანოს მიერ ხორციელდება საბაჟო დეკლარაციის ამობეჭდვა და საქონლის გაშვება ან საქონლის გაშვება პირობით.“;

10. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. როდესაც საქონელი არ არის დეკლარირებული ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თანამშრომლობის მონაწილის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენისას დადგენილი წესით ხორციელდება საქონლის ზოგადი დეკლარირება და აგრეთვე სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი სასაზღვრო სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებები.“;

11. მე-12 მუხლის მე-11 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მწვანე დერეფნის შემთხვევაში:

ა.ა) თუ დეკლარანტს გადახდილი აქვს კუთვნილი საბაჟო გადასახდელები (დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით უკვე მინიჭებული აქვს A და K ნომრები) ან თუ დეკლარირებული საქონელზე არ წარმოიშობა საბაჟო გადასახდელების გადახდის ვალდებულება (დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით უკვე მინიჭებული აქვს მხოლოდ A ნომერი), ამოიბეჭდება დეკლარაცია, C გრაფაში დაისმება საბაჟო ორგანოს დამღა – „გაშვება ნებადართულია“, ხოლო საქონელი დათვალიერების გარეშე გაიშვება თანამშრომლობის მონაწილის სრულ განკარგვაში გადაცემით და ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება და სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო ლუქის ან/და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების მოხსნა;

ა.ბ) თუ დეკლარანტს არ აქვს გადახდილი კუთვნილი საბაჟო გადასახდელები (დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით ენიჭება მხოლოდ A ნომერი), დეკლარაცია ქაღალდზე ამოიბეჭდება, დეკლარაციის C გრაფაში – დაისმება საბაჟო ორგანოს დამღა: „გაშვება ნებადართულია პირობით“, რის შემდეგაც საქონელი გაიშვება თანამშრომლობის მონაწილის სრულ განკარგვაში გადაცემით და ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება და სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო ლუქის ან/და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების მოხსნა;

ა.გ) პირობით გაშვებულ საქონელზე საბაჟო გადასახდელების დადგენილ ვადაში გადახდის შემთხვევაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელი საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო დეკლარაციის დეკლარანტის მიერ წარდგენილ ეგზემპლარს მიენიჭება K ნომერი, C გრაფაში საბაჟო ორგანოს დამღა – „გაშვება ნებადართულია პირობით“, გადაიხაზება და დაისმება დამღა: „გაშვება ნებადართულია“, ხოლო „ASYCUDA“-ს ბაზაში არსებულ დეკლარაციაში დადგენილი წესით ხორციელდება შესაბამისი ცვლილებები;“;

ბ) „გ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.გ) საბაჟო გადასახდელების გადახდის (ან გადაუხდელობის) შესაბამისად, საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელი საბაჟო ორგანოს მიერ ხორციელდება საბაჟო დეკლარაციის ამობეჭდვა და საქონლის გაშვება ან საქონლის გაშვება პირობით.“;

12. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ა.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ) შემოსავლების სამსახურის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) უზრუნველყოფს TIR წიგნაკის კონტროლზე აყვანის ეგზემპლარის (თეთრი ფურცლის) მიღების რეგისტრაციიდან ორი დღის ვადაში გადაგზავნას შემოსავლების სამსახურის იმ რეგიონალურ ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში), რომლის სტრუქტურაში შემავალმა საბაჟო ორგანომაც მოახდინა შესაბამისი TIR წიგნაკის გამოყენებით განხორციელებული გადაზიდვის კონტროლიდან მოხსნა.“.

13. დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 მუხლი:

     „მუხლი 15.

1. თანამშრომლობის მონაწილის მიერ ექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლის ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დეკლარირებისას საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს ეცნობება, რომ საქონლის გამგზავნს (ექსპორტიორს) წარმოადგენს თანამშრომლობის მონაწილე და სურვილი აქვს ისარგებლოს ამ ინსტრუქციით დადგენილი გამარტივებული პროცედურებით.

2. ექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოში წარდგენა არ ხორციელდება საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებით.

3. თანამშრომლობის მონაწილე ვალდებულია, ექსპორტის დეკლარაციის რეგისტრაციამდე უზრუნველყოს საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვა და სატრანსპორტო საშუალების ნიშანდება (დალუქვა), გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეუძლებელია საქონლის გაბარიტული მოცულობის გამო სატრანსპორტო საშუალების დალუქვა, მონაცემების დეკლარაციაში დაფიქსირებით.

4. უფლებამოსილი საბაჟო მოხელე „ASYCUDA“-ს გამოყენებით ახორციელებს დეკლარაციის დამუშავებას, რის შემდეგაც დეკლარაციისათვის განისაზღვრება ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მწვანე, ლურჯი, ყვითელი ან წითელი დერეფანი. ამასთან, მწვანე დერეფანი ნიშნავს იმ შემთხვევას, როცა დეკლარაცია არ გადაიყვანება ლურჯ, ყვითელ ან წითელ დერეფანში.

5. მწვანე დერეფნის შემთხვევაში, თუ დეკლარანტს გადახდილი აქვს კუთვნილი საბაჟო გადასახდელები (დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით უკვე მინიჭებული აქვს A და K ნომრები), ან თუ დეკლარირებულ საქონელზე არ წარმოიშობა საბაჟო გადასახდელების გადახდის ვალდებულება (დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით უკვე მინიჭებული აქვს მხოლოდ A ნომერი), საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოში ხორციელდება დეკლარაციის ქაღალდზე ამობეჭდვა.

6. ლურჯი დერეფნის შემთხვევაში ხორციელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები (მწვანე დერეფნის მსგავსად), ხოლო საქონლის გაშვების შემდგომ პერიოდში საბაჟო ორგანოს მიერ ხორციელდება დეკლარირებული მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების უტყუარობის შემოწმება.

7. ყვითელი დერეფნის შემთხვევაში:

ა) დეკლარაციას არა აქვს მინიჭებული A და K ნომერი;

ბ) თანამშრომლობის მონაწილე ვალდებულია, დეკლარაციის რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისწინებული, დეკლარაციაზე დასართავი დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები, გარდა ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

გ) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელი საბაჟო ორგანო ახორციელებს დეკლარაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას;

დ) კამერალური შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელი საბაჟო ორგანოს მიერ ხორციელდება საბაჟო დეკლარაციისათვის A ნომრის (კუთვნილი საბაჟო გადასახდელების გადახდის შემთხვევაში აგრეთვე K ნომრის) მინიჭება და ამობეჭდვა ან მისი ბათილად ცნობა.

8. წითელი დერეფნის შემთხვევაში:

ა) დეკლარაციას არა აქვს მინიჭებული A ნომერი;

ბ) თანამშრომლობის მონაწილე ვალდებულია, დეკლარაციის რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისწინებული, დეკლარაციაზე დასართავი დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები, გარდა ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

გ) თანამშრომლობის მონაწილე ვალდებულია, დეკლარირებული საქონელი საბაჟო დათვალიერების მიზნით წარადგინოს თავის საწყობში ან მის მიერ შერჩეულ საბაჟო საწყობში;

დ) საქონელი ექვემდებარება დათვალიერებას და ხორციელდება საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრასთან დაკავშირებული პროცედურები ექსპორტისათვის კანონმდებლობით დადგენილი (საერთო) წესით.

9. დეკლარაციისთვის ამ მუხლში მოცემული დერეფნის განსაზღვრასთან ერთად საბაჟო ორგანოს მოხელე ელექტრონულად იღებს შეტყობინებას.

10. „ASYCUDA“-ს მეშვეობით დეკლარაციისთვის ამ მუხლში მოცემული დერეფნის განსაზღვრის მიუხედავად, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელის მიერ სათანადო წერილობითი დასაბუთების საფუძველზე და ზემდგომ თანამდებობის პირთან შეთანხმებით, შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება.

11. დეკლარირებული საქონლის მიმართ დერეფნის შესაბამისად გატარებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შედეგები სავალდებულოა, რომ აისახოს ელექტრონულად „ASYCUDA“-ში საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელის მიერ, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.

12. თანამშრომლობის მონაწილის მიერ ამ მუხლის შესაბამისად, დეკლარირებულ საქონელზე აღრიცხვის მოწმობა არ გამოიწერება და საქონელი სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე, თანამშრომლობის მონაწილის საწყობამდე ან მის მიერ შერჩეული საბაჟო საწყობის დანიშნულებით საქონლის საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილდება დეკლარაციით, ხოლო დროებითი დასაწყობებისას „დროებითი შენახვის განაცხადი“ არ წარედგინება.

13. თანამშრომლობის მონაწილის მიერ ამ მუხლის შესაბამისად დეკლარირებული საქონელი გატანილ უნდა იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან 120 კალენდარულ დღეში.

14. დანიშნულების სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენა ხორციელდება საქონლის მფლობელის (გადამზიდველის) მიერ საბაჟო ორგანოსათვის დეკლარაციის ეგზემპლარისა და სატრანსპორტო დოკუმენტების წარდგენით.

15. სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ ხორციელდება იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის შემოწმება და საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გარეგნული დათვალიერება. დაულუქავი სატრანსპორტო საშუალების (გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეუძლებელია საქონლის გაბარიტული მოცულობის გამო სატრანსპორტო საშუალების დალუქვა) შემთხვევაში, აგრეთვე გარეგნული დათვალიერების შედეგად იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დარღვევის აღმოჩენის, საქონლის გაფუჭების, დაზიანების აშკარა ნიშნების არსებობისას ხორციელდება საქონლის დათვალიერება. სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შეუძლებლობის შემთხვევაში, ივსება აღრიცხვის მოწმობა და ხორციელდება საქონლის გადაადგილება უახლოეს საბაჟო ორგანომდე ან კანონმდებლობით დადგენილ სხვა (არასაბაჟო ორგანო) ადგილამდე.

16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევების არარსებობის შემთხვევაში საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელე იძახებს „ASYCUDA“-ს ბაზაში რეგისტრირებულ დეკლარაციას.

17. საქონლის გამგზავნის, მიმღების და სატრანსპორტო საშუალების შესახებ დეკლარაციაში და სატრანსპორტო დოკუმენტებში მითითებული მონაცემების შედარებით საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელე ახორციელებს სატრანსპორტო საშუალების, საქონლის გამგზავნისა და მიმღების იდენტიფიცირებას.

18. თანამშრომლობის მონაწილის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატან საქონელზე საბაჟო რეჟიმის დასრულება დასტურდება დანიშნულების სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ სატვირთო საბაჟო დეკლარაციაზე სპეციალური აღნიშვნით – „მოხსნილია კონტროლიდან“.

19. სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ დეკლარაციის კონტროლიდან მოხსნა განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ერთი სასაქონლო პარტიით გაგზავნილი საქონელი სასაზღვრო საბაჟო ორგანოს წარედგინება ერთდროულად, ხოლო ერთი სასაქონლო პარტიით გაგზავნილი საქონლის ნაწილ-ნაწილ წარდგენისას დეკლარაცია კონტროლიდან მოიხსნება მხოლოდ დეკლარირებული საქონლის ბოლო ნაწილის გაშვების შემდეგ.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი