ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/09/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 24/09/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 05/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.137.016003
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
21
07/09/2010
სსმ, 29, 24/09/2010
010260020.35.137.016003
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/09/2010 - 23/12/2011)

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2010 წლის 7 სექტემბერი

დ. ადიგენი

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება (დანართი №1).

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.    

საკრებულოს თავმჯდომარე გ. ენდელაძე

დანართი №1

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება

    მუხლი 1. მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური

1. მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომლის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, გამგეობის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.

    მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის მოხელეებისგან:

ა) სამსახურის უფროსი;

ბ) გამგებლის თანაშემწე;

გ) მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში;

დ) უფროსი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში;

ე) უფროსი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში;

ვ) სპეციალისტი კადრების საკითხებში;

ზ) სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში;

თ) სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში;

ი) უფროსი სპეციალისტი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში;

კ) სპეციალისტი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში;

ლ) შრომითი ხელშეკრულებებით აყვანილი თანამშრომლები.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.

3. სამსახურის უფროსის და სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 3. სამსახურის მოხელეთა ფუნქციები

1. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად, პასუხისმგებელია სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ახორციელებს საერთო კონტროლს და ზედამხედველობას სამსახურის მოხელეთა მხრიდან ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულებაზე;

გ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;

დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;

თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

2. გამგებლის თანაშემწე უზრუნველყოფს:

ა) კონტროლის განხორციელებას მოხელეთა მხრიდან გამგებლის დავალებების ჯეროვან და დროულ შესრულებაზე;

ბ) კონტროლის განხორციელებას გამგეობის შინაგანაწესით დადგენილი წესით გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე გამოცხადებაზე, სამუშაო ადგილიდან გასვლაზე და სამუშაოს დამთავრებაზე;

გ) გამგებელთან მოქალაქეთა ორგანიზებულ მიღებას;

ე) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

3. მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;

ბ) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;

გ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში;

დ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

ე) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

4. უფროსი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში უზრუნველყოფს:

ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას;

ბ) შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას;

გ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის;

დ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას;

ე) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;

ვ) გასული დოკუმენტების გაგზავნას;

ზ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად;

თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას;

ი) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას;

კ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას;

ლ) თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე;

მ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

5. სპეციალისტი კადრების საკითხებში უზრუნველყოფს:

ა) გამგეობის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას;

ბ) გამგეობის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება; სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების გაფორმება წელთა ნამსახურობის მიხედვით;

) მუნიციპალურ მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას;

დ) კონტროლს გამგეობის მოსამსახურეთა მიერ კანონით დადგენილი ქონებრივი დეკლარაციების წარდგენაზე;

ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

6. სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას;

ბ) გამგეობის საქმიანობის ანგარიშების გამოქვეყნებას;

გ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას;

დ) გამგებლის პრესკონფერენციების ჩატარებას, მის ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;

ე) ჟურნალისტების აკრედიტაციას გამგეობაში;

ვ) გამგეობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას;

ზ) გამგეობის სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სელექციას;

თ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

7. სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში უზრუნველყოფს:

ა) გამგეობის გამართულ კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;

ე) მუნიციპალიტეტის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას;

ვ) მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;

ზ) ოფიციალური დელეგაციების მიღების ორგანიზებას, საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას;

თ) მუნიციპალიტეტის საგარეო ურთიერთობების კოორდინაციას;

ი) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

8. უფროსი სპეციალისტი (სპეციალისტი) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობაზე, აღჭურვაზე, რემონტზე, კეთილმოწყობაზე, დაგვა-დალაგებაზე, კომუნალურ მომსახურებასა და დაცვაზე ზედამხედველობას,შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას;

ბ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;

გ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას;

დ) მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების საოფისე მასალებით მომარაგებას;

ე) მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას;

ვ) მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებას;

ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

9. შრომითი ხელშეკრულებებით აყვანილი თანამშრომლები უზრუნველყოფენ:

ა) შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული მოვალეობების შესრულებას;

ბ) მათი შრომითი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, საქმიანობის საერთო კოორდინაცია-კონტროლს ახორციელებს სამსახურის უფროსი.