ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეებისა და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ

  • Word
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეებისა და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/09/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 24/09/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.137.016001
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
20
07/09/2010
სსმ, 29, 24/09/2010
210020010.35.137.016001
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეებისა და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/09/2010 - 06/12/2010)

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2010 წლის 7 სექტემბერი

დაბა ადიგენი

ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეებისა და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ

 

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართელოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

 1. დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეები და განკვეთების ოდენობა (დანართის №1).

2.  ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 19 თებერვლის №6 დადგენილება.

3.  ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე . ენდელაძე

 

 

დანართი №1

ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეები და განაკვეთების ოდენობა

 

    მუხლი 1. ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებლები

1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი;

2. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის;

3. ადგილობრივი სატენდერო მოსაკრებელი;

4. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისავის;

    მუხლი 2. ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებლების განაკვეთები

1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი:

ა) კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე კვარტალში 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით;

 ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე კვარტალში 600 (ექვსასი)0 (თხუთმეტიათასი) ლარის ოდენობით;

გიდაზე - კვარტალში  რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლოისა) ნებართვისათვის;

 ლარის ოდენობით;

 გ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე კვარტალში 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;

 დ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე საპრიზო ფონდის 10%;

 ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე კვარტალში 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის ოდენობით;

 ვ) ლატარიების მოწყობაზე ლატარიის ბილეთის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების არა უმეტეს 20%;

2. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნშივნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ბითლი ფორმის თამაშობაზე - კვარტალში 12 000 (თორმეტი ნებართვისათვის:

 ა) ახალ ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1 (ერთი) ლარის ოდენობით, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 5 (ხუთი) ლარის ოდენობით;

 ბ) გათავისუფლდეს მოსაკრებლის გადახდისაგან სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა;

3. სატენდერო მოსაკრებელი:

ადგილობრივი სატენდერო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

4. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთაებისათვის:

მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის განისაზღვროს ერთ სულ მოსახლეზე 0,50 ლარის ოენობით თვეში, ხოლო იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის 10 (ათი) ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე.