დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №417 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 110 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/02/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 12, 01/02/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320020.22.034.014157 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.034.014.157
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №110
2010 წლის 1 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №417 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №417 ბრძანებით (სსმ III, 2005წ. №52, მუხ.567) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) სამინისტროში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და მინისტრის ცალკეული გადაწყვეტილებების მოთხოვნათა დაცვის მონიტორინგი. სამინისტროს თანამშრომელთა უფლებებისა და თავისუფლებების, პატივისა და ღირსების დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობა; დროებითი მოთავსების იზოლატორებში კანონმდებლობის შესაბამისად დაკავებულთა დროებითი განთავსების უზრუნველყოფა;“;
2. მე-8 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფი – დროებითი მოთავსების იზოლატორი (დროებითი დაკავების იზოლატორი) კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დაკავებულთა დროებით განთავსებას.“.
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები