საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 29/01/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 11, 29/01/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010240020.22.027.014145
  • Word
18
29/01/2010
სსმ, 11, 29/01/2010
010240020.22.027.014145
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.027.014.145

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №18

2010 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების  დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის   7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებით (სსმ III, 2008 წ.,  №40, მუხ. 457) დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულებში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. დებულების მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება პროკურატურის მუშაკთა მიერ სამართალდარღვევებისა და პროკურატურის მუშაკისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენის ფაქტებზე; პროკურატურის მუშაკთა მიერ მოქალაქეთა კანონიერი უფლებების შელახვის, ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის უგულვებელყოფის, საშემსრულებლო და შრომის დისციპლინის დარღვევების ფაქტების გამოვლენა, შემოწმება და მინისტრისთვის და მთავარი პროკურორისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე წინადადებების წარდგენა.“.

2. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:

 

     „მუხლი 131. დისციპლინური წარმოება პროკურატურის მუშაკის მიმართ

1. გენერალური ინსპექციის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას წარმოადგენს პროკურატურის მუშაკთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე ან პროკურატურის მუშაკთა მიერ შეუფერებელი საქციელის ჩადენის ფაქტებზე საჩივრების, განცხადებების, შეტყობინებების ან სხვა ცნობების განხილვა-გადაწყვეტა სამსახურებრივი შემოწმების გზით.

2. გენერალური ინსპექცია ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას პროკურატურის მუშაკის მიერ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, მისთვის მინდობილი სამსახურებრივი ქონების დაკარგვის (დაზიანების) შემთხვევაში.

3. სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების საფუძველი შეიძლება იყოს ცნობები პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან შეუფერებელი საქციელის შესახებ, მათ შორის, მოქალაქეთა ზეპირი ან წერილობითი საჩივრები და განცხადებები, პროკურატურის „ცხელი ხაზიდან“ მიღებული შეტყობინებები, სასამართლოს (მოსამართლის) კერძო განჩინებები (დადგენილებები), პროკურატურის მუშაკთა მოხსენებითი ბარათები და ინფორმაციები, სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ცნობები, გენერალური ინსპექციის საქმიანობის პროცესში გამოვლენილი შესაბამისი ფაქტები და მინისტრის ან მთავარი პროკურორის ცალკეული დავალებები.

4. გენერალური ინსპექციის დასკვნა სამსახურებრივი შემოწმების შეწყვეტის შესახებ უნდა შეთანხმდეს მთავარ პროკურორთან.

5. დაკისრებული ამოცანების რეალიზაციის მიზნით გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია აგრეთვე:

ა) მოიწვიოს პროკურატურის ნებისმიერი მუშაკი, თანამდებობის პირი ან მოქალაქე და მიიღოს ახსნა-განმარტება მოსაძიებელი ფაქტის ირგვლივ;

ბ) გამოითხოვოს ყველა მასალა, დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც უზრუნველყოფს საკითხის სრულყოფილად შესწავლას;

გ) სპეციალური ცოდნის საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს და მიიღოს კონსულტაციები სპეციალისტებისაგან;

დ) მიიღოს არსებითი გადაწყვეტილება მოძიებული ფაქტის ირგვლივ – შეადგინოს დასკვნა სამსახურებრივი შემოწმების თაობაზე;

ე) სამსახურებრივი შემოწმების შედეგების მიხედვით მინისტრს ან მთავარ პროკურორს წარუდგინოს წინადადებები გამოვლენილი დარღვევების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით, ასევე დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე;

ვ) პროკურატურის სხვა სამსახურებთან ერთად ან დამოუკიდებლად შეამოწმოს პროკურატურის სხვადასხვა დანაყოფებში საშემსრულებლო და შრომითი დისციპლინის დაცვის მდგომარეობა ნებისმიერ დროს და მთავარ პროკურორს განსახილველად წარუდგინოს წინადადებები გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით;

ზ) უზრუნველყოს მთავარ პროკურატურაში „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირება, განიხილოს ამ გზით შემოსული შეტყობინებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სისტემატური პროპაგანდა გაუწიოს „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირებას პროკურატურის სისტემაში;

თ) ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან პროკურატურის მუშაკთა კანონსაწინაღმდეგო ქმედებათა ან თანამდებობისათვის შეუფერებელი საქციელის გამოვლენის მიზნით.

6. გენერალური ინსპექცია მინისტრის ან მთავარი პროკურორის დავალებით:

ა) მონაწილეობს პროკურატურის ორგანოების კომპლექსურ შემოწმებაში და შედეგების მიხედვით ამზადებს სათანადო დასკვნას;

ბ) ორგანიზებას უწევს პროკურატურის სისტემის მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობათა აუდიტის ჩატარებას;

გ) სამსახურებრივი შემოწმების პროცესში ატარებს პროკურატურის მუშაკის სამუშაო ოთახის და ინვენტარის დათვალიერებას;

დ) კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას ატარებს შემოწმებას პროკურატურის მუშაკის მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ ან ძლიერმოქმედ საშუალებათა მოხმარების ფაქტების დადგენის მიზნით.

7. პროკურატურის მუშაკის მიმართ სამსახურებრივი შემოწმების ვადა განისაზღვრება ერთი თვით. აღნიშნული ვადა გენერალური ინსპექციის უფროსის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს სამ თვემდე ვადით. სამსახურებრივი შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ გენერალური ინსპექციის უფროსს წარედგინება დასაბუთებული მოხსენებითი ბარათი შემოწმების ვადის ამოწურვამდე არა უგვიანეს ხუთი დღისა.

8. სამსახურებრივი შემოწმება, მოტივირებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გენერალური ინსპექციის უფროსის თანხმობით შეიძლება შეჩერდეს იმ გადაულახავი გარემოებების აღმოფხვრამდე, რომელთა გარეშე ობიექტური გადაწყვეტილების მიღება ვერ ხერხდება, მაგრამ არა უმეტეს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის ამოწურვისა.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი