კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

  • Word
კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 07/09/2010
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 71, 16/09/2010
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
07/09/2010
სსმ, 71, 16/09/2010
კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
თბილისის საქალაქო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

2010 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლევან გვარამიამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად განიხილა შპს „დიღომი XXI“-ის გაკოტრების მმართველის ვახტანგ კაპანაძის განცხადება კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე და

გამოარკვია:

2010 წლის 7 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა შპს „დიღომი XXI“-ის გაკოტრების მმართველმა ვახტანგ კაპანაძემ და განმარტა, რომ მოვალე შპს „დიღომი XXI“-ის აქტივი (ქონება) მთლიანად რეალიზებულ იქნა კრედიტორებისათვის ნატურით გადაცემის გზით. ამ გარემოების გათვალისწინებით გაკოტრების მმართველი ითხოვს კრედიტორთა კრების მოწვევას.

 „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლი განმარტავს იმ სავალდებულო პროცედურების არსს, რომელთა განხორციელებითაც სრულდება გაკოტრების საქმის წარმოება. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამეურვეო ქონების (ანუ მოვალე საწარმოს აქტივის) რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს და ის გასაცნობად წარედგინება კრედიტორებსა და სასამართლოს. იგივე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გაკოტრების მმართველის და კრედიტორთა მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და სამეწარმეო რეესტრში მოვალის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოვალის გაკოტრების ანგარიშის განხილვის თაობაზე მოწვეულ უნდა იქნს კრედიტორთა კრება. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. დაკმაყოფილდეს შპს „დიღომი XXI“-ის გაკოტრების მმართველის ვახტანგ კაპანაძის შუამდგომლობა.

2. მოწვეულ იქნს შპს „დიღომი XXI“-ის კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: შპს „დიღომი XXI“-ის გაკოტრების მმართველის ვახტანგ კაპანაძის მიერ შედგენილი გაკოტრების ანგარიშის გაცნობა და ანალიზი.

3. კრედიტორთა კრების ჩატარების დროდ და ადგილად განისაზღვროს 2010 წლის 27 სექტემბერ, 17 (ჩვიდმეტი) საათი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის მე-12 კილომეტრი, №6, სასამართლო სხდომის დარბაზი №26.

4. შპს „დიღომი XX“-ის გაკოტრების მმართველს ვახტანგ კაპანაძეს დაევალოს კრედიტორთათვის კრედიტორთა კრების ჩატარების დროის თაობაზე შეტყობინებების დაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნება. განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლო დაფაზეც.

5. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე ლ. გვარამია