„კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 აგვისტოს №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 აგვისტოს №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/09/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 28, 22/09/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 22/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.149.016010
  • Word
20
09/09/2010
სსმ, 28, 22/09/2010
010250040.35.149.016010
„კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 აგვისტოს №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტი

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 20

2010 წლის 9 სექტემბერი

ქ. კასპი

,,კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 აგვისტოს №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. ,,კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 აგვისტოს 2 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (რეგლამენტში) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების (რეგლამენტის) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საკრებულოს მორიგი სხდომები, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით, მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც. საკრებულოს სხდომა ტარდება, როგორც წესი, ყოველი თვის მესამე პარასკევს (თუ პარასკევი არასამუშაო დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს) ;“;

ბ) დებულების (რეგლამენტის) 47-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საკრებულოს მორიგი სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ  მაინც. როგორც წესი, ყოველი თვის მესამე პარასკევს (თუ პარასკევი არასამუშაო დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს). საკრებულოს მორიგი სხდომა, თუ არ იცვლება მისი თარიღი და ჩატარების ადგილი, არ საჭიროებს ოფიციალურად მოწვევას ;“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                          დ. მესროფაშვილი