დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 130 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 22/02/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 25, 26/02/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.004 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/02/2007 - 14/01/2015)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №130
2007 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის შექმნის შესახებ
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის საბაზისო სანერგე მეურნეობის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობა.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (დ. ტყეშელაშვილი) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან ორ თვეში უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის შექმნასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ.არველაძე) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წინადადებების საფუძველზე უზრუნველყოს ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის საბაზისო სანერგე მეურნეობის ბალანსზე რიცხული ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წინადადებების საფუძველზე ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული ცვლილებები ასახოს „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებისას.
6. ეს ბრძანებულება, გარდა პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
7. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2007 წლის 15 მარტიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები