დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| კასპის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეების, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 28, 22/09/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.149.016004 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (22/09/2010 - 15/10/2010)
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2010 წლის 9 სექტემბერი
ქ. კასპი
კასპის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეების, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
1. დამტკიცდეს კასპის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეების, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის დებულება (დანართი №1).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეების, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 15 თებერვლის №15 დადგენილება .
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ . მესროფაშვილი
დანართი №1
კასპის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეების, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის დებულება
მუხლი 1. კასპის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეების, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური
1. კასპის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეების, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანდაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეების, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ჯანდაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეების, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას;
გ) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვას;
დ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;
ე) წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები