დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი რუსთავი |
| მიღების თარიღი | 09/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 26, 17/09/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.160.016002 |
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს
დადგენილება №18
2010 წლის 9 სექტემბერი
ქ რუსთავი
„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დადგენილებით დამტკიცებული „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის დებულებაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ყ) მერიის შესაბამისი სამსახურის დასკვნის საფუძველზე ხელს აწერს მშენებლობის ნებართვებს, შენობა-ნაგებობების ვარგისიანად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) აქტებს.
მერის მიერ მომზადებული წინადადებების შესაბამისად , აძლევს მას თანხმობას იმ სამუშაოთა განხორციელების თაობაზე, რომელიც უკავშირდება მშენებლობებსა და საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებას, თუ ამ სამუშაოთა განხორციელება არ მოითხოვს მშენებლობის ნებართვის გაცემას;“ .
2. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„3. ურბანული დაგეგმარებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება;
მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და დასკვნის მომზადება;
შენობა -ნაგებობის ვარგისიანად აღიარებისათვის (ექსპლუატაციაში მიღება) ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და დასკვნის მომზადება.“ .
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი კ. ბარათაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები