„საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 11 აგვისტოს №318 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 11 აგვისტოს №318 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 126
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 21/02/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 25, 26/02/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 30/06/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.080.000.08.002.004
  • Word
126
21/02/2007
სსმ, 25, 26/02/2007
010.080.000.08.002.004
„საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 11 აგვისტოს №318 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №126

2007 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

 „საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 11 აგვისტოს №318 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 11 აგვისტოს №318 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №85, მუხ. 739) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1. ამ დებულების მე-3 მუხლის ,,მ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის მიერ დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობისას, წარდგინებით დასვას მისი დისციპლინური პასუხისმგებლობის (მათ შორის თანამდებობიდან გათავისუფლების) საკითხი შესაბამისი თანამდებობის პირის წინაშე, რომელიც აკმაყოფილებს პრეზიდენტის რწმუნებულის წარდგინებას ან წარდგინების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ორ კვირაში წარუდგენს წერილობით დასაბუთებას;“;

ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ1“ ქვეპუნქტი:

„მ1. შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ადგილობრივი გადასახადების გადახდევინებაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეების საქმიანობის კოორდინაცია.“.

2. ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული ადგილობრივი გადასახადების გადახდევინებაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე ანგარიშვალდებულია შესაბამისი საგადასახადო ორგანოსა და საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის წინაშე.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა 2007 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს შესაბამისი საგადასახადო ორგანოების სტრუქტურაში ადგილობრივი გადასახადების გადახდევინებაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის (მოსამსახურეების) დადგენა (თვითმმართველი ერთეულების მიხედვით) და აცნობოს საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში.

მ. სააკაშვილი