დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სამართლებრივი რეფორმების კოორდინაციის ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 მაისის №91 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 127 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 89, 03/07/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.10.003.000.511 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №127
2006 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
,,სამართლებრივი რეფორმების კოორდინაციის ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 მაისის №91 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილებები ,,სამართლებრივი რეფორმების კოორდინაციის ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 მაისის №91 დადგენილების (სსმ III, 2006 წ., №63, მუხ. 813) მე-2 პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:
ზურაბ ადეიშვილს – საქართველოს გენერალურ პროკურორს
ლევან ბეჟაშვილს – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს
ნიკა გვარამიას – საქართველოს პარლამენტის წევრს
მიხეილ გოგიშვილს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს
მალხაზ გურულს – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს
ლაშა კალანდაძეს – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს
კონსტანტინე კუბლაშვილს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს
კახაბერ კუკავას – საქართველოს პარლამენტის წევრს
ზაზა მეიშვილს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრს
სოზარ სუბარს – საქართველოს სახალხო დამცველს
ალექსანდრე ტაბატაძეს – სააქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსს
ეკა ტყეშელაშვილს – თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს
ლალი ფაფიაშვილს – საქართველოს პარლამენტის წევრს – ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს
გიორგი ცაგარეიშვილს – საქართველოს პარლამენტის წევრს
ვალერი ცერცვაძეს – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს
მარიკა ცერცვაძეს – თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეს
ჯონი ხეცურიანს – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები