On the Regulation of the Registration of Tourists Entering and Leaving Georgia

On the Regulation of the Registration of Tourists Entering and Leaving Georgia
Document number 1756
Document issuer Parliament of Georgia
Date of issuing 24/12/1998
Document type Law of Georgia
Source and date of publishing LHG, 1(8), 14/01/1999
Registration code 460.070.000.05.001.000.472
Consolidated publications
1756
24/12/1998
LHG, 1(8), 14/01/1999
460.070.000.05.001.000.472
On the Regulation of the Registration of Tourists Entering and Leaving Georgia
Parliament of Georgia

Consolidated version (final)

საქართველოს კანონი

საქართველოში შემოსული და საქართველოდან გასული ტურისტების აღრიცხვის მოწესრიგების შესახებ

ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში შემოსული და საქართველოდან გასული ტურისტებისა და ერთდღიანი ვიზიტიორების (შემდგომში – ტურისტი) აღრიცხვას და სტატისტიკური მონაცემების ბანკის შექმნას, ხელს უწყობს დარგში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას.

    მუხლი 1 . ზოგადი დებულება

ტურისტთა აღრიცხვა არის ქვეყანაში ტურისტული საქმიანობის კონტროლის, რეგულირებისა და დარგის სისტემური მართვის საშუალება.

    მუხლი 2 . ტერმინთა განმარტება

კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ტურისტი – პირი, რომელიც იმყოფება მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ფარგლებს გარეთ, უცხო გარემოში, დასვენების, საქმიანი თუ სხვა მიზნით, ვადით არანაკლებ 24 საათისა და არა უმეტეს ერთი წლისა – უწყვეტად, და ყოფნის ადგილას მისი საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი;

ბ) ერთდღიანი ვიზიტიორი – პირი, რომელიც იმყოფება მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ფარგლებს გარეთ, უცხო გარემოში, დასვენების, საქმიანი თუ სხვა მიზნით, ვადით არა უმეტეს 24 საათისა და ყოფნის ადგილას მისი საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი;

გ) ორგანიზებული ტურისტი – პირი, რომელსაც შეძენილი აქვს ტური, ანუ რომლის მოგზაურობა ორგანიზებულია ტურისტული სუბიექტის (ფირმის, საწარმოს, ორგანიზაციის, ტუროპერატორის და სხვა) მიერ და იღებს მისგან კომპლექსურ მომსახურებას;

დ) ტრანზიტული ტურისტი – პირი, რომელიც მიემგზავრება მესამე ქვეყანაში საქართველოს ტერიტორიის გავლით.

    მუხლი 3 . კანონის მოქმედების სფერო

1. ეს კანონი გამოიყენება:

ა) ყველა ტურისტის მიმართ, რომლებსაც აქვთ საქართველოში შემოსასვლელი ვიზა, ან რომელთა შემოსვლა ვიზის გარეშე დაშვებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ბ) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებთა მიმართ, რომლებიც ტურისტებად მიემგზავრებიან საქართველოდან.

2. ამ კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოს საპატიო მოქალაქეებზე, უცხო ქვეყნებ ის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებზე, იმ პირებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად სარგებლობენ პრივილეგიებითა და იმუნიტეტით, საერთაშორისო ავიახაზებ ის ტრანზიტულ ტურისტებზე ( მგზავრებზე), რომლებსაც არ აქვთ უფლება, დატოვონ აეროპორტში გამოყოფილი ტერიტორია, საერთაშორისო სარეისო სატრანსპორტო ეკიპაჟების წევრებზე.

საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 - ვებგვერდი, 22.06.2012წ.

    მუხლი 4 . ტურისტთა აღრიცხვის წესი

საქართველოში შემოსული და საქართველოდან გასული ტურისტების აღრიცხვა ხორციელდება მიგრანტთა ინსპექტირების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი მიგრანტის ბარათის მეშვეობით.

    მუხლი 5 . ტურისტთა აღრიცხვის განმახორციელებელი ორგანოები

1. ტურისტთა აღრიცხვას ახორციელებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიგრაციის კონტროლის დეპარტამენტი მიგრანტთა ინსპექტირების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. ზემოაღნიშნული დეპარტამენტი ტურისტთა მოძრაობის თაობაზე კვარტალში ერთხელ დადგენილი წესით ინფორმაციას აწვდის საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტს.

    მუხლი 6. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 24 დეკემბერი.

№1756–რს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 - ვებგვერდი, 22.06.2012წ.