On Establishing the Legal Entity Under Public Law (LEPL) Called '112' of the Ministry of Internal Affairs of Georgia

On Establishing the Legal Entity Under Public Law (LEPL) Called '112' of the Ministry of Internal Affairs of Georgia
Document number 5339-IIს
Document issuer Parliament of Georgia
Date of issuing 24/11/2011
Document type Law of Georgia
Source and date of publishing Website, 111205026, 05/12/2011
Expiration Date 31/12/2019
Registration code 040030000.05.001.016485
Consolidated publications
5339-IIს
24/11/2011
Website, 111205026, 05/12/2011
040030000.05.001.016485
On Establishing the Legal Entity Under Public Law (LEPL) Called '112' of the Ministry of Internal Affairs of Georgia
Parliament of Georgia
Attention! You are not reading the final edition. In order to read the final edition, please, choose the respective consolidated version.

Initial version (05/12/2011 - 19/12/2019)

საქართველოს კანონი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“ -ის შექმნის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის (შემდგომ – „112“ ) შექმნა, მისი საქმიანობის ძირითადი პრინციპების და მიმართულებების განსაზღვრა.

    მუხლი 2. „112“-ის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი

„112“-ის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კანონმდებლობა და „112“-ის დებულება, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომ – მინისტრი).

 

თავი II. ძირითადი დებულებები

    მუხლი 3. „112“-ის სამართლებრივი სტატუსი

„112“ არის ამ კანონით დაფუძნებული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

    მუხლი 4. „112“-ის მიზანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

1. „112“-ის მიზანია სხვა უფლებამოსილ სუბიექტებთან კოორდინირებული საქმიანობით საგანგებო სიტუაციებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვა და ამ მიზნით შეტყობინებების მიღება ერთიანი სატელეფონო ნომრის − „ 112“-ის − საშუალებით.

2. „112“-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

ა) საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა შემთხვევების შესახებ შეტყობინებების მიღება, დამუშავება, შეფასება და მათზე შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი სუბიექტებისათვის ინფორმაციის მიწოდება;

ბ) საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა შემთხვევების მართვის მიზნით სხვა უფლებამოსილ სუბიექტებთან კოორდინირებული საქმიანობა;

გ) საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა შემთხვევების აღრიცხვა, ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება;

დ) „112“-ის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე საქართველ ს და უცხო ქვეყნის შესაბამის უწყებებთან/დაწესებულებებთან თანამშრომლობა;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3. „112“-ის საქმიანობის სფეროში შემავალი საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა შემთხვევები, „112“-ის ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება „112“-ის დებულებით.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე შეიძლება გამოიცეს მინისტრის ნორმატიული აქტი.

    მუხლი 5. „112“-ის მართვა და წარმომადგენლობა

1. „112“-ს ხელმძღვანელობს „112“-ის დირექტორი , რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. „112“-ის დირექტორი :

ა) წარმოადგენს „112“-ს ;

ბ) იღებს გადაწყვეტილებას (გამოსცემს სამართლებრივ აქტს) „112“-ის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე;

გ) თანამდებობებ ზე ნიშნავს და თანამდებობებ იდან ათავისუფლებს „112“-ის თანამშრომლებს;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს „112“-ის სახსრებსა და ქონებას;

ე) ახორციელებს „112“-ის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. „112“-ის დირექტორს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობებ ზე ნიშნავს და თანამდებობებ იდან ათავისუფლებს „112“-ის დირექტორი .

4. „112“-ის დირექტორის მოადგილეების რაოდენობა და უფლებამოსილებები განისაზღვრება „112“-ის დებულებით.

    მუხლი 6. „112“-ის სტრუქტურა

1. „112“ თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.

2. „112“-ის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია განისაზღვრება „112“-ის დებულებით.

    მუხლი 7. „112“-ის ქონება

1. „112“-ს საკუთარი მიზნების განსახორციელებლად და ფუნქციების შესასრულებლად აქვს ქონება, რომლის შექმნის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. „112“-ის ქონება შედგება ძირითადი და საბრუნავი საშუალებები , აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური რესურსებისაგან , რომლებ იც აისახება „112“-ის დამოუკიდებელ ბალანსზე.

    მუხლი 8. „112“-ის დაფინანსება

1. „112“-ის დაფინანსების წყაროებია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;

) „112“-ის მომსახურების საფასური;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. „112“-ის მომსახურების საფასურს, საფასურის გადამხდელი პირების წრეს და მათთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობ .

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება „112“-ის მიზნების განხორციელებას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის განვითარების ხელშეწყობას .

    მუხლი 9. „112“-ის სახელმწიფო კონტროლი

„112“-ის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

    მუხლი 10. „112“-ის საქმიანობის შეწყვეტისა და ლიკვიდაციის წესი

„112“-ის საქმიანობის შეწყვეტა და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თავი III. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

    მუხლი 11. გარდამავალი დებულებები

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2012 წლის 1 იანვრამდე :

ა) დაამტკიცოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის დებულება;

ბ) თანამდებობაზე დანიშნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის დირექტორი;

გ) უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის შექმნისათვის აუცილებელი სხვა ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.

2 . საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით „112“-ისათვის გადაცემა.

    მუხლი 12. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 24 ნოემბერი.

5339-II