On the Types and Terms of Services Established for Accessing and/or Issuing Documents Stored in the Archival Fund of the Ministry of Internal Affairs of Georgia

On the Types and Terms of Services Established for Accessing and/or Issuing Documents Stored in the Archival Fund of the Ministry of Internal Affairs of Georgia
Document number 5140-IIს
Document issuer Parliament of Georgia
Date of issuing 25/10/2011
Document type Law of Georgia
Source and date of publishing Website, 111031034, 31/10/2011
Registration code 040030000.05.001.016449
Consolidated publications
5140-IIს
25/10/2011
Website, 111031034, 31/10/2011
040030000.05.001.016449
On the Types and Terms of Services Established for Accessing and/or Issuing Documents Stored in the Archival Fund of the Ministry of Internal Affairs of Georgia
Parliament of Georgia
Attention! You are not reading the final edition. In order to read the final edition, please, choose the respective consolidated version.

Consolidated versions (22/06/2012 - 05/01/2021)

საქართველოს კანონი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტების გაცნობისათვის ან/და გაცემისათვის დადგენილი მომსახურების სახეობებისა და ვადების შესახებ

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6539 – ვებგვერდი, 04.07.2012წ.

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტების გაცნობისათვის ან/და გაცემისათვის დადგენილი მომსახურების სახეობებსა და ვადებს.

2. ამ კანონით გათვალისწინებულ მომსახურებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია სამინისტროს საარქივო ფონდის (შემდგომ – ა რქივი ) ფუნქციონირებისათვის.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6539 – ვებგვერდი, 04.07.2012წ.

    მუხლი 2. არქივის მიერ გაწეული მომსახურება

1. არქივის მიერ გაწეულ მომსახურებაა:

) არქივში დაცული დოკუმენტებ ით სარგებლობ ;

ბ) საინფორმაციო მომსახურებ ;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავებისა და შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული მომსახურება.

2. დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე არქივი მას მომსახურებას უწევს დაჩქარებული წესით.

    მუხლი 3. საფასური და მისი გადახდის წესი

1. საფასური არის არქივი ს მიერ გაწეული მომსახურებისათვის ამ კანონით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.

2. საფასური გადაიხდება შესაბამისი მომსახურების გაწევის შესახებ გან ცხადის შეტანამდე ან მისი შეტანის შემდეგ, უნაღდო ანგარიშსწორებით. საფასურის გან ცხადის შეტანის შემდეგ გადახდის შემთხვევაში იგი გადაიხდება გან ცხადის შეტანის დღესვე.

3 . თუ მომსახურებ გა წევა გან ცხადის შეტანის დღესვე, საფასური გადაიხდება გან ცხადის შეტანამდე. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია საფასური გადაიხადოს შესაბამისი მომსახურების გაწევის შემდეგ, მიუხედავად მომსახურების გაწევის ვადისა.

4 . (ამოღებულია22.06.2012, №6539) .

5. სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტების გაცნობისათვის ან/და გაცემისათვის დაწესებული მომსახურების საფასურების განაკვეთები, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესებ, ასევე საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით .

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6539 – ვებგვერდი, 04.07.2012წ.

    მუხლი 4. საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გაუთვალისწინებელი საქმიანობის საფასური

არქივი უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გაუთვალისწინებელი საქმიანობა, ასევე დამკვეთისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ან ღირებულების მქონე დოკუმენტების გაცნობა, რომლის საფასური განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით.

    მუხლი 5. მომსახურების სახეობები და ვადები

1. სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტებით სარგებლობის ათვის დადგენილია შემდეგი მომსახურების სახეობები და ვადები:

 

მომსახურების სახეობა და ვადა

ერთეული

1

2

3

1

დოკუმენტების თემატური გამოვლენა ნუსხის შედგენით:

 

ა) საქმეთა შერჩევით;

10 სათაური

ბ) გამოქვეყნებული ლიტერატურის მიხედვით

1 დოკუმენტი (ცნობა)

2

მიმოხილვის მომზადება გამოვლენილი დოკუმენტების, შერჩეული საქმეებისა და გამოქვეყნებული ლიტერატურის მიხედვით

1 მიმოხილვა

 

3

თემატური შეკითხვის შესრულება ფაქტის, მოვლენის, ცნობის დადგენის (დადასტურების) შესახებ (დადებითი ან უარყოფითი პასუხის შემთხვევაში):

 

ა) 1 წლამდე პერიოდი;

1 შეკითხვა

ბ) 1-დან 3 წლამდე პერიოდი;

გ) 3-დან 5 წლამდე პერიოდი;

დ) 5-დან 10 წლამდე პერიოდი;

ე) 10-დან 20 წლამდე პერიოდი;

ვ) 20 წელზე მეტი პერიოდი

4

ცნობის (დადებითის ან უარყოფითის) მომზადება:

 

ა) ნასამართლობის, რეპრესირებული პირის, გადასახლების, სპეცგადასახლების, რეაბილიტაციის, ტყვედ ნამყოფობის, სხვა ცნობის:

ა.ა) განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის;

ა.ბ) განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის;

ა.გ) განაცხადის შეტანიდან მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის;

ა.დ) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის;

ა.ე) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის;

1 ცნობა

ბ) ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე:

ბ.ა) ინფორმაციის მიღებიდან მე-5 დღეს გაცემისათვის;

ბ.ბ) ინფორმაციის მიღებიდან მე-3 დღეს გაცემისათვის;

გ) სამუშაო სტაჟის შესახებ:

გ.ა) 1-დან 5 წლამდე სტაჟის შემთხვევაში:

გ.ა.ა) განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის;

გ.ა.ბ) განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის;

გ.ბ) 5-დან 15 წლამდე სტაჟის შემთხვევაში:

გ.ბ.ა) განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის;

გ.ბ.ბ) განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის;

გ.გ) 15 ან მეტი წლის სტაჟის შემთხვევაში:

გ.გ.ა) განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის;

გ.გ.ბ) განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის;

დ) იმავე ცნობის განმეორებით გაცემისათვის:

დ.ა) გაცემიდან 1 თვის განმავლობაში;

დ.ბ) გაცემიდან 1-დან 6 თვემდე;

დ.გ) გაცემიდან 6-დან 12 თვემდე

5

სამკითხველო დარბაზში მკვლევართა მომსახურება:

 

ა) საქმის გაცემა:

ა.ა) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში;

ა.ბ) განაცხადის შეტანის დღეს;

1 საქმე / 1 დოკუმენტი

ბ) დოკუმენტის გადასაღებად მომზადება:

ბ.ა) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის;

ბ.ბ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის;

1 საქმე / 1 გვერდი

გ) დოკუმენტის ელექტრომატარებელზე გადატანა (სკანირება, ციფრული აპარატით გადაღება):

გ.ა) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის;

გ.ბ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის;

1 გვერდი

დ) ფოტოპოზიტივიდან სკანირება:

დ.ა) განაცხადის შეტანიდან მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის;

დ.ბ) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის;

დ.გ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის

1 კადრი

6

ფოტოგამოსახულების კომპიუტერული დამუშავება:

 

ა) განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის;

1 ფოტო

ბ) განაცხადის შეტანიდან მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის;

გ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის

 

2. სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტებით სარგებლობის მიზნით მომსახურების სხვა სახეობები და ვადები შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6539 – ვებგვერდი, 04.07.2012წ.

    მუხლი 6. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების პირობები.

     მუხლი 61 . მომსახურების „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით გაწევა

1. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტების გაცნობისათვის ან/და გაცემისათვის დადგენილი შესაბამისი მომსახურებ ა მიიღოს „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების სახეობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

3. მომსახურების „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით გაწევის შემთხვევაში „იუსტიციის სახლის“ შესაბამისი უფლებამოსილი პირები უზრუნველყოფენ:

ა) დაინტერესებული პირის ინფორმირებას მოთხოვნილი მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებისა და წარსადგენი დოკუმენტების თაობაზე;

ბ) მომსახურების გაწევის შესახებ განცხადების შემტანი დაინტერესებული პირის იდენტიფიკაციას და მის მიერ „იუსტიციის სახლში“ წარმოდგენილი დოკუმენტების მიღებას;

გ) მომსახურების გაწევისათვის დაინტერესებული პირის მიერ „იუსტიციის სახლში“ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით მიწოდებას;

დ) მომსახურების გაწევისას დამატებითი დოკუმენტის მოთხოვნის შემთხვევაში ამის შესახებ დაინტერესებული პირის ინფორმირებას;

ე) მომსახურების გაწევის ან მომსახურების გაწევაზე უარის თქმის შედეგად ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით შექმნილი და გადმოცემული დოკუმენტის მიღებას, „იუსტიციის სახლში“ მიტანას და დაინტერესებული პირისათვის დადგენილი წესით გადაცემას.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6539 – ვებგვერდი, 04.07.2012წ.

    მუხლი 7. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 ნოემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 25 ოქტომბერი.

№5140 –II

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6539 – ვებგვერდი, 04.07.2012წ.