On the Procedure for Registering Motor Vehicles Purchased in Good Faith and Brought into the Customs Territory of Georgia Covertly or by Circumventing Customs Control

Consolidated version (final)

საქართველოს კანონი

საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №59 43 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების მიერ კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწესრიგება, მათი რეგისტრაცია, მათთვის სარეგისტრაციო ნიშნების მინიჭება და მოსახლეობის მომსახურების ხარისხის ამაღლება.

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №59 43 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

    მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო

1. (მოქმედების ვადა დასრულებულია ).

2. ეს კანონი აგრეთვე არეგულირებს 2007−2009 წლებში საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველად რეგისტრაციამდე (რეგისტრაციისას) ან/და პირველადი რეგისტრაციის თაობაზე ჩანაწერის განხორციელებისას წარმოშობილ ზოგიერთ სამართლებრივ ურთიერთობას.

    მუხლი 3. (მოქმედების ვადა დასრულებულია)

    მუხლი 4. (მოქმედების ვადა დასრულებულია)

    მუხლი 5. (მოქმედების ვადა დასრულებულია)

 

თავი II. დაინტერესებული პირის მიერ კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციის წესი

    მუხლი 6. (მოქმედების ვადა დასრულებულია)

    მუხლი 7. (მოქმედების ვადა დასრულებულია)

 

თავი III. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 8. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის შესრულების მიზნით საქართველოს ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისობა ამ კანონთან.

2. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი თავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 122-ე მუხლით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე, 289-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან, ამ კანონით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, საქონლის გაშვების, იმპორტის (საბაჟო) გადასახადის, დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზის გადასახადის გადახდის, აგრეთვე სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულების შესრულებისგან, თუ იგი ამ კანონის მოქმედების პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით სააგენტო წარ დგენს სათანადო განცხადებას 2006 წლის 1 ივლისამდე კეთილსინდისიერად შეძენილი და საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2006 წლის 1 ივლისამდე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ და უზრუნველყოფს ამ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას.

3. პირი თავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 122-ე მუხლით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272 -ე, 289-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, საქონლის გაშვების, იმპორტის (საბაჟო) გადასახადის, დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზის გადასახადის გადახდის, აგრეთვე სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულების შესრულებისგან, თუ აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია სააგენტოში განხორციელდა 2007−2009 წლებში.

4. გათავისუფლდნენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან სააგენტოს ის უფლებამოსილი თანამშრომლები, რომლებმაც 2007−2009 წლებში განახორციელეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია (რეგისტრაცია) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენის გარეშე.

5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან ან ვალდებულებების შესრულებისგან გათავისუფლება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა მიმართაც სამართალდარღვევებისათვის გამოყენებული საგადასახადო სანქციები აღსრულდა ამ კანონის ამოქმედებამდე.

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №59 43 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

    მუხლი 9. დასკვნითი დებულებანი

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონი მე-2 მუხლის პირველი პუნქტი და მე-3−მე-7 მუხლები მოქმედებს ამ კანონის ამოქმედებიდან 2012 წლის 1 იანვრამდე .

საქართველოს პრეზიდენტი                მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 19 აპრილი.

№4 548 I

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №59 43 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

Закон Грузии

 

О порядке регистрации ввезенных на таможенную территорию Грузии в обход таможенного контроля или втайне от него добросовестно приобретенных механических транспортных средств. (27.03.2012 N5943)

 

 Глава I

 Общие положения

 

Статья 1. Цели Закона(27.03.2012 N5943)

Целями настоящего Закона являются регулирование учета ввезенных на таможенную территорию Грузии в обход таможенного контроля или втайне от него добросовестно приобретенных гражданами Грузии и зарегистрированными в Грузии юридическими лицами механических транспортных средств, их регистрация, присвоение им регистрационных знаков и повышение качества обслуживания населения.

 

Статья 2. Сфера, регулируемая Законом

1. (19.04.2011 N4548)

2. Настоящий Закон также регулирует некоторые правовые отношения, возникшие до первичной регистрации (при регистрации) или (и) при осуществлении записи о первичной регистрации механического транспортного средства в юридическом лице публичного права – Агентстве по оказанию услуг Министерства внутренних дел Грузии в 2007-2009 годах.

 

Статья 3. (19.04.2011 N4548)

 

 Статья 4. (19.04.2011 N4548)

 

Статья 5. (19.04.2011 N4548)

 

Глава II

Порядок первичной регистрации механического транспортного средства, добросовестно приобретенного заинтересованным лицом

 

Статья 6. (19.04.2011 N4548)

 

 Статья 7. (19.04.2011 N4548)

 

 

Глава III

Переходные и заключительные положения

 

Статья 8. Переходные положения

1. С целью исполнения настоящего Закона министерствам финансов и внутренних дел Грузии обеспечить соответствие надлежащих подзаконных нормативных актов настоящему Закону.

2. 2. Лицо, определенное пунктом первым статьи 2 настоящего Закона, освобождается от ответственности, предусмотренной статьей 214 Уголовного кодекса Грузии, статьей 122 Кодекса Грузии об административных правонарушениях и статьями 272, 289 и 291 Налогового кодекса Грузии, применения предусмотренной настоящим Законом товарной операции с механическим транспортным средством и связанного с ней оформления товаров, декларирования товаров, выпуска товаров, уплаты налога за импорт (таможенного), налога на добавленную стоимость, акциза, а также других, связанных с применением товарной операции обязательств, определенных законодательством Грузии, если оно в период действия настоящего Закона, с соблюдением требований законодательства Грузии подаст в Агентство надлежащее заявление о регистрации добросовестно приобретенного до 1 июля 2006 года и ввезенного на таможенную территорию Грузии до 1 июля 2006 года в обход таможенного контроля или втайне от него механического транспортного средства и обеспечит регистрацию указанного механического транспортного средства.(27.03.2012 N5943)

3. Лицо освобождается от ответственности, предусмотренной статьей 214 Уголовного кодекса Грузии, статьей 122 Кодекса Грузии об административных правонарушениях и статьями 272, 289 и 291 Налогового кодекса Грузии, а также применения товарной операции с механическим транспортным средством и связанного с ней оформления товаров, декларирования товаров, выпуска товаров, уплаты налога за импорт (таможенного), налога на добавленную стоимость, акциза, а также других, связанных с применением товарной операции обязательств, определенных законодательством Грузии, если регистрация указанного механического транспортного средства в Агентстве была осуществлена в 2007-2009 годах.

4.Освободить от ответственности, предусмотренной законодательством Грузии, уполномоченных сотрудников Агентства, которые в 2007-2009 годах осуществили первичную регистрацию (регистрацию) механического транспортного средства, предусмотренную пунктом 3 настоящей статьи, без представления документов, предусмотренных законодательством Грузии.

5. Освобождение от ответственности, предусмотренной пунктами 2 и 3 настоящей статьи, или выполнения обязательств не распространяется на лиц, примененные к которым налоговые санкции за правонарушения исполнены до введения в действие настоящего Закона.

 

Статья 9. Заключительные положения

1. Настоящий Закон ввести в действие по опубликовании.

2. Пункт первый статьи 2 и статьи 3-7 настоящего Закона ввести до действие с 1 января 2012 года.

 

 Президент Грузии                                                                                                      Михаил Саакашвили

 

Тбилиси

19 апреля 2011 года

№ 4548-Ic