On JSC Partnership Fund

On JSC Partnership Fund
Document number 4522-Iს
Document issuer Parliament of Georgia
Date of issuing 08/04/2011
Document type Law of Georgia
Source and date of publishing Website, 110413019, 13/04/2011
Registration code 240060000.05.001.016271
Consolidated publications
4522-Iს
08/04/2011
Website, 110413019, 13/04/2011
240060000.05.001.016271
On JSC Partnership Fund
Parliament of Georgia
Attention! You are not reading the final edition. In order to read the final edition, please, choose the respective consolidated version.

Consolidated versions (20/09/2013 - 31/05/2023)

საქართველოს კანონი

სააქციო საზოგადოების − საპარტნიორო ფონდის შესახებ

    მუხლი 1. სააქციო საზოგადოება − საპარტნიორო ფონდი

1. სააქციო საზოგადოება − საპარტნიორო ფონდი (შემდგომ – ფონდი) არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სააქციო საზოგადოება, რომელიც სახელმწიფომ დააფუძნა.

2. ფონდის საქმიანობაში სახელმწიფოს მონაწილეობა შემოიფარგლება ამ კანონით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და ფონდის წესდებით განსაზღვრული აქციონერის უფლებამოსილებით. სახელმწიფო არ მონაწილეობს ფონდის ყოველდღიურ საქმიანობაში და ფონდის საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავებაში.

3. ფონდი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, ამ კანონით, ფონდის წესდებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

4. ფონდის მიზნებია:

ა) მოგების მიღება და ფინანსური აქტივების ღირებულების გაზრდა;

ბ) ინვესტიციების მოზიდვა;

გ) სამუშაო ადგილების შექმნა;

დ) შეფერხებული პროექტების დასრულებისათვის ხელის შეწყობა და ახალი პროექტების შემუშავება ან/და დაფინანსება;

ე) განხორციელებულ პროექტებში არსებული თავისი კუთვნილი წილის/აქციების განკარგვა;

ვ) კანონით აუკრძალავი ნებისმიერი სხვა მიზანი.

საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №509 9 - ვებგვერდი, 21.10.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 23 დეკემბრის კანონი №5600– ვებგვერდი, 30.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №574 6 – ვებგვერდი, 15.03.2012წ.

    მუხლი 2. ფონდის მიერ პროექტის დაფინანსების სახელმძღვანელო პრინციპები

1. ფონდის საქმიანობის სახელმძღვანელო პრინციპებია:

ა) საინვესტიციო ან სხვა სახის საქმიანობის სტრატეგიისა და მიზნების განსაზღვრა და მათი განხორციელება ფონდის წესდების შესაბამისად;

ბ) საინვესტიციო ან სხვა სახის საქმიანობის განხორციელება გამჭვირვალე და სამართლიანი პროცედურების გამოყენებით, მიუკერძოებლად, საუკეთესო ბიზნესპრაქტიკის გათვალისწინებით.

2. ფონდი პროექტს განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება სოფლის მეურნეობის სფეროში იქნება მინიმუმ 5 მილიონი ლარი, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო სფეროში − მინიმუმ 30 მილიონი ლარი, თუკი ფონდის სამეთვალყურეო საბჭო სხვაგვარად არ გადაწყვეტს.

3. პროექტში მონაწილეობის მსურველმა ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია საინვესტიციო თანხის მინიმუმ 10% - ის ოდენობით.

4. ფონდი არ განიხილავს ისეთ პროექტებს, რომლებიც უშუალოდ შეეხება მომსახურების სფეროს, თუ ფონდის სამეთვალყურეო საბჭო სხვაგვარად არ გადაწყვეტს.

საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №509 9 - ვებგვერდი, 21.10.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 23 დეკემბრის კანონი №5600– ვებგვერდი, 30.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №574 6 – ვებგვერდი, 15.03.2012წ.

    მუხლი 3. ფონდის სახსრები და დაფინანსების წყარო

1. ფონდი მოიზიდავს სახსრებს და განკარგავს მათ.

2. ფონდის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული გრანტები;

ბ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან და სხვა სუბიექტებისგან მიღებული სესხები, რომელთა დაბრუნებისთვისაც ფონდი თავადაა პასუხისმგებელი;

გ) განხორციელებული ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავალი;

დ) სახელმწიფოს მიერ ფონდისათვის გადაცემული კომპანიების ან/და უშუალოდ ფონდის მიერ დაფუძნებული კომპანიების დივიდენდები;

ე) წილებისა და ფასიანი ქაღალდების გაყიდვით მიღებული შემოსავალი;

ვ) ფონდის დამფუძნებლის შენატანები ფონდის კაპიტალში;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრები.

3. ფონდის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით და სახელმწიფო, როგორც ფონდის აქციონერი, პასუხს არ აგებს ფონდის ვალდებულებებისათვის.

საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №509 9 - ვებგვერდი, 21.10.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №574 6 – ვებგვერდი, 15.03.2012წ.

    მუხლი 4. პროექტში ფონდის მონაწილეობის ფორმა

1. პროექტის განხორციელების შემდეგ ფონდი ახდენს თავისი წილის არანაკლებ 25%-ის განკარგვას.

2. წილის გასხვისების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ კანონითა და ფონდის წესდებით დადგენილი წესით.

3. ფონდის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ კომპანიაში პარტნიორულ უფლებამოსილებათა გადანაწილების, პროექტში ფონდის წილობრივი მონაწილეობის ფორმისა და წილის ოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ფონდის სამეთვალყურეო საბჭო ფონდის წესდებით დადგენილი წესით.

4. პროექტის დაფინანსება ხორციელდება კერძო სექტორის თანადაფინანსებით, მათ შორის, კაპიტალშენატანებით, სესხის, გარანტიის (თავდებობის) გაცემით ან სხვაგვარად. კერძო სექტორის თანადაფინანსება შეიძლება არ მოიცავდეს პროექტის განსახორციელებლად საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას. პროექტის დაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს თანადაფინანსების გარეშეც.

საქართველოს 2011 წლის 23 დეკემბრის კანონი №5600– ვებგვერდი, 30.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №574 6 – ვებგვერდი, 15.03.2012წ.

    მუხლი 41 . საგადასახადო რეჟიმი

ფონდის საქმიანობაზე ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსი ს მოქმედება .

საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №574 6 – ვებგვერდი, 15.03.2012წ.

    მუხლი 5. ფონდის მმართველობის სტრუქტურა

1. ფონდის მმართველობითი ორგანოებია: სამეთვალყურეო საბჭო და აღმასრულებელი ორგანო.

2. ფონდის საკონსულტაციო ორგანოა საინვესტიციო საბჭო.

    მუხლი 6. სამეთვალყურეო საბჭო

1. სამეთვალყურეო საბჭო შედგება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისგან და კერძო სექტორიდან მოწვეული პირ ები სგან.

2. სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს        პრემიერ-მინისტრი.

3. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

31 . სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად კერძო სექტორიდან მოსაწვევი პირების შერჩევის პირობები განისაზღვრება ფონდის წესდებით. 

4. სამეთვალყურეო საბჭო, საინვესტიციო საბჭოს მიერ წარდგენილი წინადადებებისა და რეკომენდაციების საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას პროექტის დაფინანსების შესახებ.

5. სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს დამტკიცებული პროექტის მართვის მონიტორინგს, ასევე ფონდის წესდებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №574 6 – ვებგვერდი, 15.03.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1256 – ვებგვერდი, 01.10.2013წ.

    მუხლი 7. აღმასრულებელი ორგანო

1. აღმასრულებელი ორგანოს ძირითადი ფუნქციებია პროექტების შემუშავება, ფონდის სამეთვალყურეო საბჭოსთვის წარდგენა და დამტკიცებული პროექტების მართვა, ასევე ფონდის წესდებითა და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. პროექტს ხელმძღვანელობს მთავარი აღმასრულებელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამეთვალყურეო საბჭო.

3. აღმასრულებელი ორგანო თავის სტრუქტურასა და თავისი წევრების რაოდენობას უთანხმებს სამეთვალყურეო საბჭოს.

4. მთავარი აღმასრულებელი უშუალოდ ხელმძღვანელობს პროექტის განხორციელებას.

საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №574 6 – ვებგვერდი, 15.03.2012წ.

    მუხლი 8. საინვესტიციო საბჭო

1. საინვესტიციო საბჭო არის სამეთვალყურეო საბჭოსთან არსებული ფონდის საკონსულტაციო ორგანო, რომლის ძირითადი ფუნქციაა პროექტის ეფექტიანობისა და მდგრადობის შეფასება, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება და სამეთვალყურეო საბჭოსათვის წარდგენა.

2. საინვესტიციო საბჭო შედგება ექსპერტებისაგან და კერძო სექტორის წარმომადგენლებისაგან.

3. საინვესტიციო საბჭოს წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას ამტკიცებს სამეთვალყურეო საბჭო.

    მუხლი 9. ფონდის ანგარიშგება

ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მთავრობას წელიწადში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს წლის განმავლობაში ფონდის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ფონდი ვალდებულია ყოველ წელს გამოაქვეყნოს წლიური აუდიტური ფინანსური ანგარიშგების ფორმა.

საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №574 6  – ვებგვერდი, 15.03.2012წ.   
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1256 – ვებგვერდი, 01.10.2013წ.

    მუხლი 10. ფონდის ლიკვიდაცია

ფონდის ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №574 6 – ვებგვერდი, 15.03.2012წ.

    მუხლი 11. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი        . სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 8 აპრილი.

№4 522 I