,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – წამლის სააგენტოს ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ“

  • Word
,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – წამლის სააგენტოს ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/01/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4, 14/01/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.10.003.000.949
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
5
09/01/2008
სსმ, 4, 14/01/2008
010.240.070.10.003.000.949
,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – წამლის სააგენტოს ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ“
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (14/01/2008 - 17/01/2008)

საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №5

2008 წლის 9 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს  სახელმწიფო  საქვეუწყებო დაწესებულების – წამლის სააგენტოს ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ

1. ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-19 პუნქტის საფუძველზე შეიქმნას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – წამლის სააგენტოს (შემდგომში – წამლის სააგენტო) სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

კახაბერ ნაჭყებია – წამლის სააგენტოს უფროსი, კომისიის თავმჯდომარე

ნანა ალანია – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი

ელზა გულიაშვილი – წამლის სააგენტოს უფროსის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

გივი იმნაიშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილე

იური კობახიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მთავარი სპეციალისტი

დავით ლაშხია – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

ნარგიზ ნოზაძე – წამლის სააგენტოს საფინანსო-სამეურნეო სამმართველოს უფროსი

მარინა რამიშვილი – წამლის სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

კახაბერ წულუკიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს საფინანსო განყოფილების უფროსი.

2. სალიკვიდაციო კომისიამ 2008 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს:

ა) წამლის სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონებისა და დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა შემდგომში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში წარსადგენად;

ბ) 2008 წლის 25 იანვრიდან წამლის სააგენტოს ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტაციისა და მასალების სისტემატიზაცია და მათი გადაცემა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსათვის;

გ) ლიკვიდაციის პროცესებთან დაკავშირებით სხვა საკითხების გადაწყვეტა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

3. წამლის სააგენტომ (კ. ნაჭყებია) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს წამლის სააგენტოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით თანამშრომელთა გათავისუფლება და შესაბამისი ფულადი გასაცემლების (სახელფასო დავალიანება, კომპენსაცია და სხვ.) გაცემა.

4. ლიკვიდირებული წამლის სააგენტოს უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო.

5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (დ. ტყეშელაშვილი):

ა) დადგენილების შესასრულებლად განახორციელოს ღონისძიებები შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებისა და გამოცემის მიზნით (მათ შორის, განსაზღვროს წამლის სააგენტოს დროებითი საშტატო ნუსხა და შესაბამისი თანამდე-ბობრივი სარგოები);

ბ) უზრუნველყოს წამლის სააგენტოში არსებული დოკუმენტაციის (მასალის) სისტემატიზაცია-დამუშავება, შენახვა და დაარქივება (საჭიროების შემთხვევაში განადგურება) კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ დადგენილების მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა;

გ) უზრუნველყოს საჭირო დოკუმენტაციის (მასალის) გადაცემა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსათვის.

6. წამლის სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი სახელმწიფო ქონება გადაეცეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი           ვ. გურგენიძე