დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1929/1-VIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 25/11/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/11/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340050000.05.001.103286 |
|
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №23-24, 30.06.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის: ა) „ჰ18“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ18) სახელმწიფო კონტროლი – პროცედურა, რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო ახორციელებს დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმლის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინისა და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმლის წარმოების სფეროში მეწარმის საქმიანობისა და საქართველოში წარმოებული და ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე რეალიზაციისთვის განთავსებული ალკოჰოლიანი სასმლის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;“; ბ) „ჰ20“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ20) ბუნებრივი ღვინო − ღვინო, რომელიც მიიღება სისტემური პესტიციდების, ჰერბიციდებისა და სხვა ქიმიური სინთეზური საშუალებების გამოყენების გარეშე მოყვანილი ყურძნის ტკბილის სპონტანური დადუღებით. ბუნებრივი ღვინის მისაღებად დაუშვებელია მეღვინეობის პრაქტიკაში ნებადართული ნივთიერებების გამოყენება, გარდა გოგირდის დიოქსიდისა, რომლის შემცველობა 50 მგ/ლ-ს არ უნდა აღემატებოდეს. ბუნებრივი ღვინის მიღებისთვის ნებადართული ოპერაციების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით;“; გ) „ჰ52“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ53“ ქვეპუნქტი: „ჰ53) სახელმწიფო ენოთეკა − ღვინოებისა და სპირტიანი სასმელების შენახვისა და კოლექციონირების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწყობილი სპეციალური სივრცე, სადაც დაცულია სხვადასხვა სახეობის, წარმოშობისა და მოსავლის წლის ღვინოებისა და სპირტიანი სასმელების კოლექცია.“. 2. 32 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმლის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინისა და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმლის წარმოებისა და ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე რეალიზაციისთვის განთავსებული ალკოჰოლიანი სასმლის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;“; ბ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ღვინის კომპანიაში ალკოჰოლიანი სასმლის, კონცენტრირებული ყურძნის ტკბილისა და სპირტის მოძრაობისა და ნაშთების აღრიცხვა; დ) საქართველოში წარმოებული, შიდა და გარე ბაზრებისთვის განკუთვნილი, აგრეთვე საქართველოში იმპორტირებისთვის განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმლის, კონცენტრირებული ყურძნის ტკბილისა და სპირტის სერტიფიცირება;“; გ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“–„ნ“ ქვეპუნქტები: „ლ) სახელმწიფო ენოთეკის შექმნა, მართვა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ღვინოებისა და სპირტიანი სასმელების კოლექციის ფორმირება, შენახვა, აღრიცხვა, განახლება და შევსება, აგრეთვე სახელმწიფო ენოთეკაში დაცული ღვინოების, სპირტიანი სასმელებისა და ტარის შესახებ შესაბამისი მონაცემებისა და სხვა ინფორმაციის სისტემატიზაცია და განკარგვა; მ) საქართველოში წარმოებული, რეალიზაციისთვის განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტის ამ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი; ნ) საბაჟო პროცედურისთვის განკუთვნილ კონცენტრირებულ ყურძნის ტკბილზე ცნობის გაცემა, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნული საქონელი არ ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიცირებას (მათ შორის, ასეთი ცნობის იმ პარტიაზე გაცემა, რომლის შესაბამისობა დადასტურებულია სათანადო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს ან აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ გაცემული და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტით) ან/და ამ კანონის 334 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ აკრძალვას.“. 3. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ღვინის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე წყლის დამატება, გარდა წყლის საფუვრის, ბენტონიტისა და სხვა დამხმარე მასალების გასახსნელად შესაბამისი ტექნოლოგიით გათვალისწინებული ოდენობით გამოყენებისა;“. 4. 331 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 331. პასუხისმგებლობა ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის ამ კანონის 31-ე მუხლის, 32-ე მუხლის ან/და 33-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.“. 5. 332 მუხლის: ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) იმპორტისთვის განკუთვნილი კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის თითოეული პარტია (გარდა „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნიდან იმპორტირებისთვის განკუთვნილი პროდუქტისა, რომელსაც თან ახლავს სათანადო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს ან აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი).“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სავალდებულო სერტიფიცირების მოთხოვნები არ ვრცელდება: ა) სახელმწიფო ენოთეკაში დაცულ ღვინოსა და სპირტიან სასმელზე; ბ) აუქციონის ფორმით რეალიზაციისთვის განკუთვნილ ღვინოსა და სპირტიან სასმელზე, თუ დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი პირობა: ბ.ა) ღვინის კომპანიას მიღებული აქვს სააგენტოს წინასწარი წერილობითი თანხმობა; ბ.ბ) ღვინის ან სპირტიანი სასმლის რეალიზაცია ხორციელდება სერტიფიცირებული ლოტიდან, შესაბამისობის სერტიფიკატის მოქმედების ვადის მიუხედავად; ბ.გ) ღვინის კომპანიის მიერ ერთი სერტიფიცირებული ლოტიდან ერთი კალენდარული წლის განმავლობაში რეალიზებული ღვინის ან სპირტიანი სასმლის ოდენობა 50 ბოთლს არ აღემატება.“; გ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ალკოჰოლიანი სასმლის, კონცენტრირებული ყურძნის ტკბილისა და სპირტის შესაბამისობის სერტიფიკატებს გასცემს სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით. 8. სერტიფიცირების პროცესში ალკოჰოლიანი სასმლის, კონცენტრირებული ყურძნის ტკბილისა და სპირტის ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების დადგენისა და შესაბამისი გამოცდის ოქმის გაცემის უფლება აქვს მხოლოდ ეროვნული ან საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საგამოცდო ლაბორატორიას.“. 6. 334 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოში დროებით შემოტანილი ღვინისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცევა აკრძალულია.“. 7. 335 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ღვინის კომპანია ვალდებულია აღრიცხოს ალკოჰოლიანი სასმლის, სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოებასა და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესები და სააგენტოს წარუდგინოს შეტყობინებები ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პროდუქციის წარმოებასა და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვის ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.“. 8. 336 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 19 და 110 პუნქტები: „19. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2027 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს „ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე რეალიზაციისთვის განთავსებული ალკოჰოლიანი სასმლის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის“ დამტკიცება. 110. საქართველოს მთავრობამ 2027 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს „სახელმწიფო ენოთეკის შექმნის, ფორმირების, ფუნქციონირებისა და განკარგვის წესის შესახებ“ დადგენილების მიღება.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებისა, მე-2 და მე-4 პუნქტებისა, მე-5 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებისა, მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონის 332 მუხლის 21 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონის 32 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი, მე-5 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები და მე-6 პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 15 დეკემბრიდან. 3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონის 32 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი და მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონის 332 მუხლის 21 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2027 წლის 1 აპრილიდან. 4. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონის 32 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი და მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან.
|
თბილისი, 25 ნოემბერი 2026 წ. N1929/1-VIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები