დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18-ს |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 04/11/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/11/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 06/11/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.30.060.016109 |
|
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (№22-ს, ვებგვერდი, 19/12/2025 წელი, სარეგისტრაციო კოდი №190020020.30.060.016102) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
|
1. I თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი I აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მაჩვენებლები მუხლი 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: თანხა ლარებში
მუხლი 2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: თანხა ლარებში
“. 2. III თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,თავი III აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია მუხლი 3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები 49456305ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: თანხა ლარებში
მუხლი 4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება ა) განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 618695 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: თანხა ლარებში
ბ) განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება თანდართული რედაქციით: თანხა ლარებში
მუხლი 5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: თანხა ლარებში
“. 3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 10. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო (პროფიციტი/დეფიციტი) თანხა ლარებში
“. 4. მე-13 მუხლის 9.2. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,9.2 მცირე და საშუალო მეწარმეობის სექტორის შემდგომ განვითარება მეწარმეების წარმატებული საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ხელს უწყობს აფხაზეთიდან დევნილი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას, დევნილ მეწარმეებს სთავაზობს ტრენინგებს, სემინარებსა და გადამზადების პროგრამებს. პალატა ხელს უწყობს დევნილი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციასა და რეალიზაციას შესაბამისი მიზნობრივი პროგრამების განხორციელების გზით, მათ მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენებსა და ფესტივალებში. პალატა მხარს უჭერს დევნილ მეწარმეებს სამეწარმეო საქმიანობის განვითარების, ბიზნესის ეფექტიანი მართვისა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გაძლიერების მიმართულებით. მომართვიანობის შემთხვევაში პალატა კონსულტაციას უწევს იმ მეწარმე სუბიექტებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით ნებადართული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებით. ასევე პალატა დევნილ მეწარმეებს, მათ შორის, დევნილ ქალებს, აწვდის ინფორმაციას ქვეყანაში არსებული საერთაშორისო და სახელმწიფო საგრანტო პროგრამებისა და პროექტების შესახებ.“. 5. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. ახალი ინიციატივები
“. 6. VI თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი VІ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 15. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით 50075000 ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით: თანხა ლარებში
“. |
| მუხლი 2 |
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
4 ნოემბერი 2026 წ. ქ. თბილისი N18-ს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები