„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1904/1-VIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/10/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2026
სარეგისტრაციო კოდი 040170310.05.001.103277
1904/1-VIმს-XIმპ
28/10/2026
ვებგვერდი, 30/10/2026
040170310.05.001.103277
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აზარტული თამაშობები – თამაშობები, რომელთა შედეგი მთლიანად ან ნაწილობრივ შემთხვევითობაზეა დამოკიდებული. ეს თამაშობები ტარდება ბანქოს, კამათლის (გარდა ნარდისა), სათამაშო ბორბლის (რულეტის), სათამაშო აპარატის, სამორინის მაგიდის, კლუბის მაგიდის ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის მეშვეობით და მათში მონაწილეობა ფულადი მოგების შესაძლებლობას იძლევა. აზარტული თამაშობების (გარდა აზარტული ტურნირისა/საერთაშორისო აზარტული ტურნირისა) ორგანიზება დასაშვებია მხოლოდ სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონში, აზარტულ კლუბში ან/და ამ მუხლის „გ1“, „გ2“, „ვ1“ და „ვ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით;“;

ბ) „ა3“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა4“ ქვეპუნქტი:

„ა4) საერთაშორისო აზარტული ტურნირი – თამაშობა, რომელსაც ატარებს სამორინის მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდის მეშვეობით, რომლის საპრიზო ფონდი ორგანიზატორის მიერ წინასწარ არის გარანტირებული და რომლის მონაწილეების საერთო რაოდენობის არანაკლებ 80 პროცენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. თუ ორგანიზატორი კლუბის მაგიდას იყენებს მხოლოდ იმ საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობისთვის, რომლის საპრიზო ფონდი 3 000 000 (სამ მილიონ) ლარს აღემატება, იგი არ იხდის „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით კლუბის მაგიდისთვის დაწესებულ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს. ამავდროულად, ორგანიზატორს უფლება აქვს, საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის შედეგად მიიღოს შემოსავალი. საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზება დასაშვებია როგორც სამორინის მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტზე, ისე მის გარეთ;“.

2. მე-11 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობა.“;

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის ნებართვა გაიცემა სამორინის მოწყობის ნებართვის მფლობელზე.“;

გ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. თუ სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა ან/და საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის ნებართვა გაცემულია სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე, სამორინის მოწყობის ნებართვის გაუქმების შემთხვევაში უქმდება აღნიშნული ნებართვის საფუძველზე მიღებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა ან/და საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის ნებართვა.“;

დ) მე-18 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამორინის, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა, აგრეთვე სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზებისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვა − 5 წლის ვადით, ხოლო სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა, აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა და საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის ნებართვა − იმ ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადით, რომლის საფუძველზედაც გაცემულია აღნიშნული ნებართვა;“;

ე) 25-ე და 26-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„25. აკრძალულია სამორინის, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული კლუბის, საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის იმ პირზე გაცემა, რომლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე არის მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულისთვის, მათ შორის, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულისთვის, ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს.

26. აკრძალულია, სამორინის, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული კლუბის, საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე იყოს მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულისთვის, მათ შორის, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულისთვის, ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდეს.“;

ვ) 27-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 28-ე და 29-ე პუნქტები:

„28. საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზებასა და მოწყობაზე ვრცელდება აზარტული ტურნირის მარეგულირებელი ნორმები, თუ კანონით ან საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

29. საერთაშორისო აზარტული ტურნირის შემთხვევაში შესაბამისი ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის შედეგად მიიღოს შემოსავალი იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება წინასწარ დეკლარირებული, გარანტირებული საპრიზო ფონდის გათამაშება.“.

3. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აზარტული თამაშობების მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზების, საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის პირობები“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 192 მუხლი:

„მუხლი 192

1. საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის პირობები (რეგლამენტი). ამ პირობებში (რეგლამენტში) აღნიშნული უნდა იყოს:

ა.ა) საერთაშორისო აზარტული ტურნირის დასახელება, მოწყობის ადგილი და ზუსტი განრიგი (დაწყებისა და დასრულების თარიღები და საათები);

ა.ბ) გარანტირებული საპრიზო ფონდის ოდენობა და ფორმირების წესი;

ა.გ) საერთაშორისო აზარტულ ტურნირში მონაწილეობის საფასურის ოდენობა ან/და მომსახურების საკომისიოს (არსებობის შემთხვევაში) ოდენობა;

ა.დ) მოთამაშეების მაქსიმალური რაოდენობა და მინიმალური რაოდენობა;

ა.ე) საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობისთვის გამოსაყენებელი კლუბის მაგიდების ჩამონათვალი (მასში მითითებული უნდა იყოს თითოეული კლუბის მაგიდის სახელწოდება, საქარხნო ნომერი, დამზადების წელი, დამზადების ქვეყანა და მწარმოებელი);

ა.ვ) საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის დეტალური წესები, მათ შორის:

ა.ვ.ა) თამაშების ჩამონათვალი, დეტალური აღწერილობა და სტრუქტურა;

ა.ვ.ბ) გამარჯვებულის/გამარჯვებულების გამოვლენის პრინციპი;

ა.ვ.გ) საპრიზო ადგილების რაოდენობა და საპრიზო ფონდის განაწილების პროცენტული სქემა;

ა.ვ.დ) მოგების გაცემის წესი, ვადა და ადგილი;

ა.ვ.ე) მოთამაშეების რეგისტრაციის/იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის ფორმა და წესი;

ა.ვ.ვ) პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა. პრეტენზიის განხილვის ვადა პრეტენზიის წარმოშობიდან 30 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს;

ა.ზ) გარანტირებული საპრიზო ფონდის დაფარვის ფინანსური გარანტია საქართველოს მთავრობის აქტით განსაზღვრული ოდენობით;

ბ) ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის, დამფუძნებლის/პარტნიორის (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრის ნასამართლობის შესახებ ცნობა. ეს ცნობა გაცემული უნდა იყოს იმ ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომლის მოქალაქეც არის ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე.

2. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის ნებართვის გაცემის დამატებითი პირობები. ამ პირობების შეუსრულებლობა სანებართვო პირობების დარღვევად მიიჩნევა.

3. საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია ყოველი ახალი საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობისთვის თანხმობის მისაღებად შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის პირობები (რეგლამენტი).“.

5. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) აზარტული ტურნირის/საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარების შემთხვევაში უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების, აგრეთვე მოთამაშეების ინტერესების დაცვა;“.

6. 371 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტები:

„ფ) საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიმართ − 50 000 ლარს;

ქ) საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიმართ, მის მიერ აღნიშნული ნებართვის სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 50 000 ლარს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

28 ოქტომბერი 2026 წ.

N1904/1-VIმს-XIმპ