დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1904/4-VIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020000.05.001.103278 |
|
„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №50, 30.12.2006, მუხ. 401) მე-5 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე − კვარტალში 4 000 ლარიდან 14 000 ლარის ჩათვლით. შენიშვნა: თუ სამორინის მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისთვის იყენებს, იგი უფლებამოსილია არ გადაიხადოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი. თუკი სამორინის მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას იყენებს მხოლოდ იმ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარებისთვის, რომლის საპრიზო ფონდი 3 000 000 (სამ მილიონ) ლარს აღემატება, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა იგი აღნიშნული საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარების შედეგად შემოსავალს, სამორინის მოწყობის ნებართვის მფლობელი არ გადაიხდის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 28 ოქტომბერი 2026 წ. N1904/4-VIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები