საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1904/5-VIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/10/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2026
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.103274
1904/5-VIმს-XIმპ
28/10/2026
ვებგვერდი, 30/10/2026
200000000.05.001.103274
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 57-ე ნაწილი:

„57. საერთაშორისო აზარტული ტურნირი − „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო აზარტული ტურნირი.“.

2. 81-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 34 ნაწილი:

„34. ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო აზარტულ ტურნირში მონაწილეობის შედეგად მიღებული დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით.“.

3. 82-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ2“ ქვეპუნქტი:

„ძ2) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ იმ საერთაშორისო აზარტულ ტურნირში მონაწილეობის შედეგად მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, რომლის საპრიზო ფონდი 3 000 000 (სამ მილიონ) ლარს აღემატება;“.

4. 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) წამახალისებელი გათამაშების, სამორინის (აზარტული ტურნირის/საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის ნაწილში), აზარტული კლუბის (აზარტული ტურნირის მოწყობის ნაწილში), ლოტოს, ბინგოსა და ლატარიის მომწყობი პირი, რომელიც ფიზიკურ პირს უხდის მოგებას.

შენიშვნა:

1. ფიზიკური პირის მიერ მოგებისას, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, სამორინის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის მომწყობი პირი აღნიშნული საქმიანობის ნაწილში ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო აგენტისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები.

2. ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

28 ოქტომბერი 2026 წ.

N1904/5-VIმს-XIმპ