საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1902/3-VIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/10/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/10/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 030000000.05.001.103271
1902/3-VIმს-XIმპ
28/10/2026
ვებგვერდი, 29/10/2026
030000000.05.001.103271
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის/221 მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისიის მიერ არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარებისადმი/იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების (დასკვნის) თაობაზე;“.

2. VII4 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადმინისტრაციული სამართალწარმოება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების/იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით“.

3. 2120 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) და ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის/ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისიის გადაწყვეტილების (დასკვნის) გასაჩივრება“;

ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11−13 ნაწილები:

„11. „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18  მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის/221 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებას (დასკვნას) პაციენტი/მსჯავრდებული, მისი ადვოკატი, კანონიერი წარმომადგენელი ან/და ნათესავი ასაჩივრებს სასამართლოში მხარისთვის ამ გადაწყვეტილების (დასკვნის) ასლის გადაცემიდან 48 საათის ვადაში. აღნიშნულ საჩივარს სასამართლო იხილავს მისი წარდგენიდან 72 საათში. ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის/ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისიის გადაწყვეტილების (დასკვნის) გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

12. „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებას (დასკვნას) სასამართლო იხილავს ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მიმართვიდან 72 საათის ვადაში. ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისიის გადაწყვეტილების (დასკვნის) სასამართლოში განხილვა არ აჩერებს მის მოქმედებას.

13. ამ მუხლის 11 და 12 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციამ, პაციენტმა/მსჯავრდებულმა, მისმა ადვოკატმა, კანონიერმა წარმომადგენელმა ან/და ნათესავმა შეიძლება ამ მუხლით დადგენილი წესით გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ნოემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

28 ოქტომბერი 2026 წ.

N1902/3-VIმს-XIმპ