დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1902/1-VIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470080000.05.001.103272 |
|
„ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30, 27.07.2006, მუხ. 235) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-15 მუხლის 32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „32. ამ მუხლის 31 პუნქტით დადგენილი წესი ვრცელდება აგრეთვე იმ შემთხვევაზე, როდესაც პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის ან იმავე კოდექსის 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის და იგი არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევისთვის მოთავსდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 31 ნაწილის ან პენიტენციური კოდექსის შესაბამისად.“. 2. მე-18 მუხლის: ა) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ექიმ-ფსიქიატრთა კომისია ვალდებულია ორ თვეში ერთხელ განიხილოს პაციენტის არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხი.“; ბ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი: „101. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის გადაწყვეტილება (დასკვნა) საჩივრდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2120 მუხლით დადგენილი წესით.“. 3. 22-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ პაციენტს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება გაეწევა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 31 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და იგი გამოჯანმრთელდება მის მიერ მოსახდელი სასჯელის ვადის განმავლობაში, რაც დასტურდება ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნით, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციამ აღნიშნულის შესახებ უნდა შეატყობინოს პენიტენციურ სამსახურს, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს მსჯავრდებულის დაუყოვნებლივ გადაყვანა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად. ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ყოფნის დრო ითვლება სასჯელის საერთო ვადაში. 4. თუ პაციენტს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება გაეწევა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 31 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და იგი ვერ გამოჯანმრთელდება მის მიერ მოსახდელი სასჯელის ვადის განმავლობაში, სასჯელის ვადის გასვლის შემდეგ, არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმების არსებობისას, პირისთვის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის საკითხი წესრიგდება ამ კანონით დადგენილი წესით.“. 4. 221 მუხლის: ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია პირის მიმართ გამოიყენოს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა, თუ არსებობს შემდეგი 2 საფუძველი: ა) პირს ფსიქიკური აშლილობის გამო არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და ამ პირისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა მისი სტაციონარში მოთავსების გარეშე შეუძლებელია; ბ) ფსიქიკური აშლილობის გამო არსებობს პირის მიერ საკუთარი თავისთვის ან/და სხვისთვის ზიანის მიყენების, მისი მუქარის ან/და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი.“; ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების მიზნით პირი სტაციონარში თავსდება ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული განჩინებით განსაზღვრული ვადით. ამ ვადის ათვლა იწყება პირის სტაციონარში მოთავსების მომენტიდან. პაციენტი შეიძლება აღნიშნული განჩინებით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე გაწერილ იქნეს სტაციონარიდან ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, თუ აღმოიფხვრა ამავე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები. 4. ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია ვალდებულია პირის სტაციონარში მოთავსების შემდეგ ორ თვეში ერთხელ შეაფასოს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის მიმართ ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობა. პაციენტის მკურნალი ექიმი ვალდებულია მიმართოს ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალურ კომისიას ვადამდელი შეფასებისა და დასკვნის გამოტანისთვის, თუ პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საფუძველს იძლევა.“; გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის დასკვნა საჩივრდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2120 მუხლით დადგენილი წესით.“; დ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია მორიგი ან ვადამდელი შეფასების შედეგად გამოიტანს დასკვნას, რომ ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები აღმოფხვრილია, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გაწეროს პაციენტი სტაციონარიდან. 6. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული განჩინებით განსაზღვრული ვადის ამოწურვის მომენტისთვის აღმოფხვრილია ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული კრიტერიუმები, პაციენტი გაწერილი უნდა იქნეს სტაციონარიდან.“; ე) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 პუნქტები: „9. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შემდეგ სასამართლო 6 თვეში ერთხელ განიხილავს და აფასებს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის მიმართ ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2119 და 2120 მუხლებით დადგენილი სტანდარტებით. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული საკითხის განხილვის მიზნით ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ მიმართავს სასამართლოს და წარუდგენს მას იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის მიმართ ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შესახებ ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისიის უარყოფით დასკვნასა და შესაბამის დოკუმენტაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. მუხლი 2 1. 2026 წლის 1 ნოემბრამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყოს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შემდეგ ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ სასამართლოსთვის მიმართვისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 2. ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალურმა კომისიამ „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის პროცესში მყოფი პირის ფსიქიკური მდგომარეობის „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეფასება ჩაატაროს 2027 წლის 10 იანვრამდე, თუ ამ პირის შესაბამისი ნებართვის მქონე სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებიდან 2 თვეზე მეტია გასული. 3. ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციამ „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის პროცესში მყოფი პირის ფსიქიკური მდგომარეობის შესაფასებლად „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს მიმართოს 2027 წლის 10 იანვრამდე, თუ ამ პირის შესაბამისი ნებართვის მქონე სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებიდან 6 თვეზე მეტია გასული. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 1 ნოემბრიდან. |
თბილისი, 28 ოქტომბერი 2026 წ. N1902/1-VIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები