საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1895-VIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/10/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2026
სარეგისტრაციო კოდი 050040000.05.001.103281
1895-VIმს-XIმპ
27/10/2026
ვებგვერდი, 30/10/2026
050040000.05.001.103281
საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საპატენტო კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5(12), 1999 წელი, მუხ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ“ და „წ“ ქვეპუნქტები:

„ძ) საპატენტო ინფორმაცია − განაცხადთან, პატენტთან ან ტექნიკის დონესთან დაკავშირებული ინფორმაცია;

წ) პატენტანალოგი − კონკრეტულ განაცხადთან ან პატენტთან საერთო პრიორიტეტის მქონე სხვა განაცხადი ან პატენტი.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 461 მუხლი:

„მუხლი 461. საპატენტო ინფორმაციასთან დაკავშირებული ძიება

1. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, მოითხოვოს საპატენტო ინფორმაციასთან დაკავშირებული ძიების განხორციელება. მისი მოთხოვნის შესაბამისად, შეიძლება განხორციელდეს:

ა) ტექნიკის დონის ძიება − გამოგონების პატენტუნარიანობის კრიტერიუმების – სიახლისა და საგამომგონებლო დონის − შესახებ ინფორმაციის მოძიება. ამ ძიების ფარგლებში პირმა შეიძლება მოითხოვოს:

ა.ა) სიახლისა და საგამომგონებლო დონის შეფასებისთვის საჭირო დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება;

ა.ბ) სიახლისა და საგამომგონებლო დონის შეფასებისთვის საჭირო დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება და მიმოხილვა;

ბ) პატენტის მფლობელის ან/და განმცხადებლის მიხედვით ძიება − განაცხადის ან პატენტის შესახებ ინფორმაციის მოძიება კონკრეტული პატენტის მფლობელის ან/და განმცხადებლის მიხედვით;

გ) მოქმედების თავისუფლების ძიება − კონკრეტულ პროდუქტთან ან პროცესთან დაკავშირებული, შესაბამის ტერიტორიაზე ძალის მქონე პატენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება. ამ ძიების ფარგლებში პირმა შეიძლება მოითხოვოს:

გ.ა) კონკრეტულ პროდუქტთან ან პროცესთან დაკავშირებული, შესაბამის ტერიტორიაზე ძალის მქონე პატენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება;

გ.ბ) კონკრეტულ პროდუქტთან ან პროცესთან დაკავშირებული, შესაბამის ტერიტორიაზე ძალის მქონე პატენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება და მიმოხილვა;

დ) პატენტანალოგის მიხედვით ძიება − კონკრეტულ განაცხადთან ან პატენტთან საერთო პრიორიტეტის მქონე სხვა განაცხადის ან პატენტის შესახებ ინფორმაციის მოძიება.

2. პირი ვალდებულია საქპატენტის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საპატენტო ინფორმაციასთან დაკავშირებული ძიების განხორციელებისთვის გადაიხადოს შესაბამისი საფასური.

3. საქპატენტი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საპატენტო ინფორმაციასთან დაკავშირებულ ძიებას ახორციელებს მისთვის ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზების საფუძველზე. საქპატენტი არ არის პასუხისმგებელი მოძიებული ინფორმაციის სრულყოფილებისთვის. საპატენტო ინფორმაციასთან დაკავშირებული ძიების შედეგს ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი ქმედებების მიმართ სამართლებრივი ძალა არ აქვს.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საპატენტო ინფორმაციასთან დაკავშირებული ძიება (მომსახურება) შეიძლება განხორციელდეს სტანდარტული პროცედურითა და დაჩქარებული პროცედურით.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული საპატენტო ინფორმაციასთან დაკავშირებული ძიების განხორციელების ვადა, წესი და პირობები განისაზღვრება ინსტრუქციით.“.

3. 47-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისთვის, საპატენტო ექსპერტიზისთვის, სასარგებლო მოდელზე ექსპერტიზისთვის, ხელახალი ექსპერტიზისთვის, სასარგებლო მოდელზე დაცვისუნარიანობის კრიტერიუმების შეფასებისთვის, განაცხადის გამოქვეყნებისთვის, პატენტის/სასარგებლო მოდელის მოწმობის რეგისტრაციისთვის, ყოველწლიურად პატენტის/სასარგებლო მოდელის მოწმობის ძალის შენარჩუნებისთვის, დაცვის დამატებითი მოწმობის გასაცემად საქმის წარმოებისთვის, დაცვის დამატებითი მოწმობის რეგისტრაციისთვის, გამოქვეყნებისთვის, ყოველწლიურად დაცვის დამატებითი მოწმობის ძალის შენარჩუნებისთვის, საპატენტო ინფორმაციასთან დაკავშირებული ძიების განხორციელებისთვის, სააპელაციო საჩივრის განხილვისთვის, რეესტრის მონაცემებში ცვლილების შეტანისა და კანონით განსაზღვრული სხვა მოქმედებების განხორციელებისთვის გადაიხდება შესაბამისი საფასური.“.

მუხლი 2

1. საქართველოს მთავრობამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ წარდგინებით 2027 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილების ამ კანონთან შესაბამისობა.

2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა – „საქპატენტმა“ 2027 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს „გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2024 წლის 12 იანვრის №1 ბრძანების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2027 წლის 1 თებერვლიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

27 ოქტომბერი 2026 წ.

N1895-VIმს-XIმპ