„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1889-VIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/10/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2026
სარეგისტრაციო კოდი 220010000.04.001.018190
1889-VIმს-XIმპ
15/10/2026
ვებგვერდი, 16/10/2026
220010000.04.001.018190
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ფულის ნიშნები – ეროვნული ბანკისა და უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობით გადახდის კანონიერი საშუალების ემისიაზე უფლებამოსილი დაწესებულების მიერ გადახდის კანონიერი საშუალებების სახით, მათ შორის, ციფრული ფორმით, გამოშვებული ბანკნოტები, მონეტები;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ემისია – ლარის (მათ შორის, ციფრული ფორმის) ბანკნოტებისა და მონეტების ან ფასიანი ქაღალდების მიმოქცევაში გაშვება;“.

2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი არის საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, გამორჩეული პატიოსნებით, პროფესიონალი ეკონომიკის, ფინანსების, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან სხვა შესაბამის დარგში. ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში სხვა შესაბამისი დარგის (გარდა ეკონომიკისა, ფინანსებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიებისა) პროფესიონალთა რაოდენობა 2-ს არ უნდა აღემატებოდეს. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პროფესიით (სპეციალობით) საქმიანობის (მუშაობის) არანაკლებ 10 წლის გამოცდილება.“.

3. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ2“ ქვეპუნქტი:

„თ2) მიიღოს გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრად დარგის ექსპერტის მოწვევის შესახებ; განსაზღვროს აღნიშნული დარგის ექსპერტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, შერჩევის წესი და შრომის ანაზღაურების ოდენობა;“.

4. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველი ვიცეპრეზიდენტი, ხოლო პირველი ვიცეპრეზიდენტის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ეროვნული ბანკის საბჭო ერთ-ერთ ვიცეპრეზიდენტს აკისრებს. თუ ეროვნული ბანკის საბჭო პირველი ვიცეპრეზიდენტის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ფაქტის დადასტურებიდან 1 თვის განმავლობაში არ დააკისრებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ერთ-ერთ ვიცეპრეზიდენტს, ამ ვადის ამოწურვისთანავე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს ის ვიცეპრეზიდენტი, რომელიც უფრო ადრე გახდა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი.“.

5. მე-17 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბრძანებით ქმნის ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრები არიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, პირველი ვიცეპრეზიდენტი, ვიცეპრეზიდენტები და ეროვნული ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრები შეიძლება იყვნენ ეროვნული ბანკის სხვა თანამშრომლები და მოწვეული პირები. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრი ასევე შეიძლება იყოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით მოწვეული დარგის ექსპერტი.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი რეკომენდაციას აწვდის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ეროვნული ბანკის პირველ ვიცეპრეზიდენტსა და ვიცეპრეზიდენტებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აღნიშნულ საკითხს აყენებს კენჭისყრაზე, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ეროვნული ბანკის პირველი ვიცეპრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტები. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების მქონე, დამსწრე პირთა უმრავლესობა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხმა.“.

6. მე-20 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეროვნული ბანკის საბჭოს მოქმედ და ყოფილ წევრებს, ეროვნული ბანკის თანამშრომელს, ამ კანონის მე-9 მუხლის „თ2“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვეულ დარგის ექსპერტსა და აუდიტორს არ აქვთ კონფიდენციალურ ინფორმაციასთან არაუფლებამოსილი პირის დაშვების უფლება, აგრეთვე უფლება, გათქვან, გაავრცელონ ან პირადი სარგებლობისთვის გამოიყენონ ასეთი ინფორმაცია.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტს, ეროვნული ბანკის იმ სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელს, რომელიც ამ კანონის საფუძველზე ახორციელებს საფინანსო სექტორის ზედამხედველობას ან რეზოლუციას ან ლიკვიდაციას, აგრეთვე ამ კანონის მე-9 მუხლის „თ2“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვეულ დარგის ექსპერტს არ აქვს უფლება, იყოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის თანამშრომელი, წილის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი. ეროვნული ბანკის სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი შეიძლება დაინიშნოს დროებით ადმინისტრატორად, ლიკვიდატორად ან სპეციალურ მმართველად, აგრეთვე „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პროგრამის ადმინისტრატორად ან პროგრამის ლიკვიდატორად. თუ ეროვნული ბანკის იმ სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი, რომელიც ამ კანონის საფუძველზე ახორციელებს საფინანსო სექტორის საზედამხედველო ან სარეზოლუციო უფლებამოსილებას, არის ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ან რეგულირების ქვეშ მყოფი პირის ან მასთან დაკავშირებული სხვა პირის 10 პროცენტზე მეტი წილის მფლობელი ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი, მან ამის შესახებ წერილობითი განაცხადი უნდა წარუდგინოს ეროვნულ ბანკს მის მიერ დადგენილი წესით. ამასთანავე,  აღნიშნულ თანამშრომელს არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს ასეთ პირთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტაში. ეროვნული ბანკის თანამშრომელს არ შეიძლება დაევალოს იმ პირის ზედამხედველობა ან რეზოლუცია, რომლის წილის მფლობელი ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი არის მისი ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი.“.

7. 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევაში გაშვებული ან რეალიზებული ლარის (მათ შორის, ციფრული ფორმის) ბანკნოტები და მონეტები არის ეროვნული ბანკის უპირობო ვალდებულება ნომინალური ღირებულებით, გარდა იმ ბანკნოტებისა და მონეტებისა, რომლებიც ამოღებულია მიმოქცევიდან ან/და განეკუთვნება ნუმიზმატიკურ ფასეულობას.“.

8. 35-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს როგორც მიმოქცევისთვის, ისე საკოლექციო ან/და სხვა საჭიროებისთვის განკუთვნილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების და მათი ციფრული ვერსიების დამზადებისა და საქართველოს ტერიტორიაზე ემისიის უფლება. ლარის ბანკნოტებსა და მონეტებზე და მათ ციფრულ ვერსიებზე საავტორო უფლების მფლობელია ეროვნული ბანკი.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ან/და მათი ციფრული ვერსიების ემისია უშუალოდ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარავად აკრძალულია.“.

9. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 38. ფულის ნიშნების მარაგი და ემისიის გეგმა

ეროვნული ბანკი უშუალოდ აკონტროლებს ნაღდი ფულისა და ციფრული ფულის მარაგს, ადგენს მათი ემისიის გეგმას, უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკას ლარის ბანკნოტებითა და მონეტებით.“.

10. 642 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. დავების განმხილველი კომისიის გადაწყვეტილება საჩივრდება მისი ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან 1 თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.“.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრზე არ ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები (საქმიანობის (მუშაობის) გამოცდილების ხანგრძლივობის, პროფესიის (სპეციალობის) და დარგობრივი კვოტის შესახებ) მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ან საბჭოს წევრის უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტამდე.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

15 ოქტომბერი 2026 წ.

N1889-VIმს-XIმპ