„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1890-VIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/10/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2026
სარეგისტრაციო კოდი 200020000.05.001.103263
1890-VIმს-XIმპ
15/10/2026
ვებგვერდი, 16/10/2026
200020000.05.001.103263
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 200020000.05.001.016788) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-18 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან არსებული მომხმარებლის ფულადი სახსრები უნდა განთავსდეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საკუთარი სახსრებისგან განცალკევებით, ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე (ანგარიშებზე); ამასთანავე, ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილე, რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია მასთან არსებული მომხმარებლის ფულადი სახსრები განათავსოს მის მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ ანგარიშზე.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილე, რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მომხმარებლის ფულადი სახსრების საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ ანგარიშზე განთავსების წესი და პირობები, მათ შორის, განსათავსებელი ფულადი სახსრების ოდენობა, აგრეთვე მათ განთავსებასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნები.

22. დაუშვებელია მომხმარებლის ფულადი სახსრების მიმართ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.“.

2. 41​9 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. კომისიის გადაწყვეტილება საჩივრდება მისი ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

15 ოქტომბერი 2026 წ.

N1890-VIმს-XIმპ