დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1888-VIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 15/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200000000.05.001.103260 |
|
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 309-ე მუხლის:
ა) 79-ე ნაწილის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) უძრავი ქონების მიწოდება და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა 2015 წლის 1 იანვრიდან 2033 წლის 1 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა;“; ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2033 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს;“; ბ) 812 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „812. ამ მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების საფუძველზე 2015 წლის 1 იანვრიდან 2030 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ამ კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადაა: ა) 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ − 18 წელი; ბ) 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ − 17 წელი; გ) 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ − 16 წელი; დ) 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ − 15 წელი; ე) 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ − 14 წელი; ვ) 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ − 13 წელი; ზ) 2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ − 12 წელი; თ) 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ − 11 წელი; ი) 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ − 10 წელი; კ) 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ − 9 წელი; ლ) 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ − 8 წელი; მ) 2026 წლის 1 იანვრიდან 2027 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ − 7 წელი; ნ) 2027 წლის 1 იანვრიდან 2028 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ − 6 წელი; ო) 2028 წლის 1 იანვრიდან 2029 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ − 5 წელი; პ) 2029 წლის 1 იანვრიდან 2030 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ − 4 წელი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 15 ოქტომბერი 2026 წ. N1888-VIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები