დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1879/5-VIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 13/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 440050000.05.001.103267 |
|
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სამხედრო ორგანოებიდან, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან (მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებიდან), საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, ამავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებულ პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − შემოსავლების სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან გათავისუფლებულ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულებისა − გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებიდან/დანაყოფებიდან (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან 2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე დათხოვნილ პირებს, აგრეთვე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს;“. 2. მე-8 მუხლის: ა) 22 და 23 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „22. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, თუ მას აქვს სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. კალენდარულ წელთა ნამსახურობის ვადის ათვლა იწყება პირის სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით თანამდებობაზე დანიშვნის ან ამ პუნქტით გათვალისწინებულ სასწავლებელში/საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის დღიდან და სრულდება მისი სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით თანამდებობიდან დათხოვნის დღეს. კალენდარულ წელთა ნამსახურობაში, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობისა, შედის აგრეთვე სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობა (მათ შორის, ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეების საქართველოს სამხედრო ძალებში/საქართველოს თავდაცვის ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებსა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში ნამსახურობა; რიგითი და უფროსი შემადგენლობების პირების ყოფილი სსრკ-ისა და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ და არაწევრ სახელმწიფოთა შინაგან საქმეთა ორგანოებში ნამსახურობა; ოფიცრების, მათ შორის, სამხედრო პროკურატურის, ყოფილი სამხედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრების, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეების ყოფილი სსრკ-ისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო-სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობა, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრკ-ში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ და არაწევრ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით)); პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახურის პერიოდი; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის (სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა ორგანოებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მუშაობა კადრში დატოვებით) პერიოდი; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვეს არ ჩაუდენია სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდისა და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული; საპატიმრო სასჯელის აღმსრულებელ ორგანოებში (მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა) სამსახურის პერიოდი; საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახურის პერიოდი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულებისა − გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებულ საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებში/დანაყოფებში (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე მუშაობის პერიოდები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულებისა − გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებულ საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებში/დანაყოფებში (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე მუშაობის პერიოდები კალენდარულ წელთა ნამსახურობაში ითვლება სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების გარეშე პირის თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან მისი თანამდებობიდან დათხოვნის დღის ჩათვლით. კალენდარულ წელთა ნამსახურობაში შედის აგრეთვე ყოფილი სსრკ-ისა და საქართველოს სსრ-ის მილიციის უმაღლეს სკოლებში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სასწავლებელში, სამხედრო სასწავლებელში, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიაში, საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სამხედრო სასწავლებელში სწავლის (იუნკრის, კურსანტის, მსმენელის, სტუდენტის სწავლის, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურის სასწავლებლად საზღვარგარეთ გრძელვადიანი მივლინებით ყოფნის) პერიოდი. კომპენსაცია არ დაენიშნება იმ პირს და მისი ოჯახის წევრს, რომელსაც სასამართლო წესით ჩამოერთვა სამხედრო წოდება ან სახელმწიფო სპეციალური წოდება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის გამართლებულია ან რეაბილიტირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით). 23. ამ მუხლის 22 პუნქტით განსაზღვრულ პირს საერთო წელთა ნამსახურობაში მხოლოდ კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშებისთვის და არა იმავე პუნქტით გათვალისწინებული კალენდარულ წელთა ნამსახურობის შევსებისთვის ჩაეთვლება სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში/საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის (გარდა ყოფილი სსრკ-ისა და საქართველოს სსრ-ის მილიციის უმაღლეს სკოლებში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სასწავლებელში, სამხედრო სასწავლებელში, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიაში, საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სამხედრო სასწავლებელში სწავლისა (იუნკრის, კურსანტის, მსმენელის, სტუდენტის სწავლისა, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურის სასწავლებლად საზღვარგარეთ გრძელვადიანი მივლინებით ყოფნისა)) პერიოდი, რომელსაც არ ფარავს სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობა, თუ სწავლის პერიოდში მას შეჩერებული არ ჰქონდა სტუდენტის აქტიური სტატუსი. თუ სწავლის პერიოდი 6 წელზე მეტია, 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება. საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.“; ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან ან საგამოძიებო დეპარტამენტიდან, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან (გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისა), ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან ან საგამოძიებო დეპარტამენტიდან ან ამავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოსა და აღსრულების პოლიციის დეპარტამენტში ნამსახურობისა, შედის იმ ორგანოებში სამსახური, რომლებიც საპატიმრო სასჯელს აღასრულებდნენ (მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა), აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურისა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სამსახური. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ პირს კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის საერთო წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოსა და აღსრულების პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, ამავე სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის (სამხედრო წოდებით ან სპეციალური წოდებით მუშაობის პერიოდი) ან სასამართლო ხელისუფლების ორგანოში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში/საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის პერიოდიც. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება. საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.“; გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან გათავისუფლებულ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ნამსახურობისა, შედის აგრეთვე შემდეგ ორგანოებში ნამსახურობა: სამხედრო, შინაგან საქმეთა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და პროკურატურის ორგანოები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია და საგამოძიებო დეპარტამენტი, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველო და აღსრულების პოლიციის დეპარტამენტი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია და საგამოძიებო დეპარტამენტი, ამავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (2009 წლის დეკემბრამდე), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური (სამხედრო წოდებით ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით მუშაობის პერიოდი), აგრეთვე მოსამართლედ ან მოსამართლის თანაშემწედ მუშაობა.“. 3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის მიზნებისთვის მუშაობის 20 წლის სტაჟში ჩაითვლება შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურისა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოსა და აღსრულების პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, ამავე სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფში, 2011 წლის 11 მარტამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, 2011 წლის 11 მარტიდან 2011 წლის 3 ივნისამდე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფში სპეციალობით მუშაობის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ან/და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირად მუშაობის, აგრეთვე ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სხვა ორგანოს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფში სპეციალობით მუშაობის პერიოდი.“. 4. მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ან საგამოძიებო დეპარტამენტში, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოში ან აღსრულების პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ან საგამოძიებო დეპარტამენტში, ამავე სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მომუშავე სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობაა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 75%, მიუხედავად გარდაცვლილი პირის მიერ ამ კანონით დადგენილი კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილი პირის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი 20 წელს უთანაბრდება. კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილი პირის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, მის შრომისუუნარო მეუღლეს, მშობლებსა და შვილებს.“. მუხლი 2 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 2026 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს სათანადო ნორმატიული აქტის ამ კანონთან შესაბამისობა. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-8 მუხლის 22 და 23 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ნოემბრიდან. |
თბილისი, 13 ოქტომბერი 2026 წ. N1879/5-VIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები