დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1874-VIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 30/09/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200000000.05.001.103259 |
|
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 202-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადის განაკვეთია მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის ბოლოს არსებული დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არაუმეტეს 1 პროცენტისა.“. 2. 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი 100 000 ლარს არ აღემატება;“. მუხლი 2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე იმ ქონების გადასახადზე, რომლის დეკლარირება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად 2026 წელს უნდა განხორციელდეს. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 30 სექტემბერი 2026 წ. N1874-VIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები