დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21059 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 25/09/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016814 |
|
„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა და მოწვეული სპეციალისტები განისაზღვროს №1 დანართის შესაბამისად.“. 2. „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებით დამტკიცებული: ა) დანართი №1 („შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობები და მოწვეული სპეციალისტები“) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №1 შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა და მოწვეული სპეციალისტები 1. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა:
2. მოწვეული სპეციალისტები:
“. ბ) „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებით დამტკიცებული დანართ №2-ის („შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესი“): ბ.ა) პირველი მუხლის: ბ.ა.ა) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. საბჭო უფლებამოსილია, სხდომაზე მოიწვიოს ექსპერტები, სპეციალისტები, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები და სხვა სათანადო პირები.“; ბ.ა.ბ) 51 და 52 პუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ.ბ) მე-3 მუხლის: ბ.ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ზეპირი განხილვისას საბჭოს სხდომას წარმართავს და ხელმძღვანელობს: ა) საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; ბ) დავების დეპარტამენტის უფროსი, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების არყოფნის შემთხვევაში და ამ მუხლის 13 პუნქტით განსაზღვრული საჩივრების საბჭოს სხდომაზე განხილვისას.“; ბ.ბ.ბ) 12 პუნქტის შემდეგ დაემატოს 13 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „13. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბჭო უფლებამოსილია სხდომაზე განიხილოს: ა) საჩივარი, რომელიც წარმოდგენილია იმ საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე, რომლითაც საგადასახადო ორგანოს მიერ დამატებით დარიცხული გადასახადის თანხა 100 000 ლარის ტოლია ან ნაკლებია მასზე; ბ) საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებულია კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა; გ) საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან გათავისუფლება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე; დ) საჩივარი, რომლის განხილვაზე უარის თქმის საფუძველიც გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლით.“; ბ.ბ.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საბჭოს თავმჯდომარის/მოადგილის, ასევე დავების დეპარტამენტის უფროსის (ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში) ინიციატივით ან გადასახადის გადამხდელის თხოვნით, შესაძლებელია საკითხის განხილვა გადაიდოს სხვა დროისთვის.“; ბ.ბ.დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. საბჭოს სხდომის მიმდინარეობის შესახებ დგება ოქმი, რომელიც ვიზირებული უნდა იყოს საბჭოს იმ წევრების მიერ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საკითხის განხილვაში. შესაბამის შემთხვევაში, სხდომის ოქმს ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე/მოადგილე/დავების დეპარტამენტის უფროსი და საბჭოს აპარატის თანამშრომელი, რომელიც ადგენს ოქმს.“; ბ.ბ.ე) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის უფროსს დავების დეპარტამენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაციის მიღების თვის 15 რიცხვამდე. აღუსრულებელი გადაწყვეტილებების შესახებ ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შესწავლისა და რეაგირებისათვის სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა შემოსავლების სამსახურის შიდა ინსპექტირების დეპარტამენტს.“. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი მამუკა ბარათაშვილი |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები