საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1861/2-VIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/09/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/09/2026
ძალაში შესვლის თარიღი 15/10/2026
სარეგისტრაციო კოდი 030000000.05.001.103255
1861/2-VIმს-XIმპ
16/09/2026
ვებგვერდი, 17/09/2026
030000000.05.001.103255
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) დაემატოს შემდეგი შინაარსის VII​36 თავი:

„თავი VII36. ადმინისტრაციული სამართალწარმოება კომერციული ბანკის, დამსაქმებლის (მისი უფლებამონაცვლის), მონაწილის, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს საპენსიო ფონდისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდებასთან დაკავშირებით

მუხლი 21 137. მოსამართლის ბრძანება კომერციული ბანკის, დამსაქმებლის (მისი უფლებამონაცვლის), მონაწილის, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს საპენსიო ფონდისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდების შესახებ

1. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტითა და 375 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, დამსაქმებლის (მისი უფლებამონაცვლის) შემოწმებისას ამ შემოწმების ფარგლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს საპენსიო ფონდი (შემდგომ − საქართველოს საპენსიო ფონდი) უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს კომერციული ბანკის, დამსაქმებლის (მისი უფლებამონაცვლის), მონაწილის, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდების შესახებ შუამდგომლობით, თუ საქართველოს საპენსიო ფონდმა შესაბამის პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთხელ მაინც მოსთხოვა ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა, მაგრამ მან აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია დადგენილ ვადაში არ წარუდგინა.

2. კომერციული ბანკის, დამსაქმებლის (მისი უფლებამონაცვლის), მონაწილის, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ საქართველოს საპენსიო ფონდისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდების შესახებ ბრძანებას გამოსცემს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

მუხლი 21 138. საქართველოს საპენსიო ფონდის შუამდგომლობა

საქართველოს საპენსიო ფონდის შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში უნდა მიეთითოს:

ა) იმ პირის დასახელება და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიღებასაც ითხოვს საქართველოს საპენსიო ფონდი;

ბ) ის კომერციული ბანკი, დამსაქმებელი (მისი უფლებამონაცვლე), მონაწილე, პენსიის მიმღები, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრე, რომლისგანაც საქართველოს საპენსიო ფონდმა უნდა მიიღოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია;

გ) საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის აღწერა;

დ) საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიღების ფორმა და ვადა.

მუხლი 21 139. კომერციული ბანკის, დამსაქმებლის (მისი უფლებამონაცვლის), მონაწილის, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის ან სხვა პირის მიერ საქართველოს საპენსიო ფონდისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდების შესახებ მოსამართლის ბრძანების გამოცემის წესი

1. მოსამართლე საქართველოს საპენსიო ფონდის შუამდგომლობის საფუძველზე ბრძანებას გამოსცემს ამ შუამდგომლობის წარდგენიდან 14 დღის ვადაში.

2. მოსამართლე საქართველოს საპენსიო ფონდის შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე.

3. საქართველოს საპენსიო ფონდის შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

4. საქართველოს საპენსიო ფონდის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) ბრძანების გამომცემი მოსამართლის გვარი;

გ) შუამდგომლობის ავტორი;

დ) ის კომერციული ბანკი, დამსაქმებელი (მისი უფლებამონაცვლე), მონაწილე, პენსიის მიმღები, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრე, რომელმაც საქართველოს საპენსიო ფონდს ინფორმაცია/დოკუმენტაცია უნდა მიაწოდოს;

ე) ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდების ფორმა და ვადა;

ვ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ;

ზ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

5. საქართველოს საპენსიო ფონდის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) ბრძანების გამომცემი მოსამართლის გვარი;

გ) შუამდგომლობის ავტორი;

დ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

6. მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზავნება საქართველოს საპენსიო ფონდს, მეორე – შესაბამის პირს, კომერციულ ბანკს, დამსაქმებელს (მის უფლებამონაცვლეს), მონაწილეს, პენსიის მიმღებს, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრეს ან სხვა პირს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში.

7. მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის ამ ბრძანების გასაჩივრების ვადის ამოწურვის მომენტიდან. ამ ბრძანების გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას.

8. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში, მხარისთვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს.

9. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო საჩივარს განიხილავს მისი შეტანიდან 10 დღის ვადაში.

10. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 15 ოქტომბრიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

16 სექტემბერი 2026 წ.

N1861/2-VIმს-XIმპ